თურქეთში საფეხმავლო ხიდის ნაწილი ჩამოინგრა (ვიდეო)

10:50 08-27-2019
11

თურქეთის ქალაქ თერმაში საფეხმავლო ხიდის ნაწილი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას  „BBC  ავრცელებს.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ხიდზე ადამიანები გადაადგილდებოდნენ, ისინი ნანგრევებში მოყვნენ.

მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ვერსიით, მომხდარის მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა, რომელმაც ხიდის საყრდენი შეარყია.