რას ჰპირდება არხის ახალი აღმასრულებელი დირექტორი „რუსთავი2“-ის გუნდს

20:29 08-26-2019
115

„რუსთავი2“-ის ახალდანიშნული აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი აცხადებს, რომ არხის მფლობელთან და ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლეს და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საკუთარ გეგმებზე საუბრობს.

„მთავარი ამოცანაა, რომ შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო ხელშეკრულება, იყოს გაწერილი რეგლამენტი, რომელსაც იურიდიული ძალა ექნება - კონტრაქტი მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის და ეს კონტრაქტი მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს დაიცვან თავისი თავი და თავისი სარედაქციო პოლიტიკა. 

სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს იქნება ყოველდღიური პროცესი და „რუსთავი 2“, თუ ჩვენი მოლაპარაკება დასრულდება წარმატებით, მე მაქვს ამბიცია, რომ „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია“, - აცხადებს იმნაიშვილი.

ტელეკომპანია რუსთავი2-ის აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე BBC-ზე მუშაობდა. 

ირაკლი იმნაიშვილმა ჟურნალისტური საქმიანობა 2000 წელს „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურში - სპეციალური კორესპონდენტის რანგში დაიწყო და აშუქებდა კონფლიქტის ზონებში მიმდინარე მოვლენებს.