ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია არ წყდება, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა

15:05 08-26-2019
97

ჰონგ-კონგის პოლიციის ოფიცერმა აქციის დაშლის დროს ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ამის შესახებ „CNN-ი წერს.

უცხოურ მედიაში ვრცელდება ვიდეოები და ფოტოები, სადაც ჩანს, რომ იარაღი სხვა სამართალდამცველებსაც უჭირავთ.

ივნისში აქციების დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღს იყენებს.

კვირას აქციის დაშლისას თავდაპირველად პოლიციამ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.  პოლიციამ შემდგომში განმარტა, რომ იარაღი ექვსმა სამართალდამცავმა ამოიღო და აქედან ერთმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

უკვე ორ თვეზე მეტია, სადავო საექსტრადაციო კანონის გამო დაწყებული დემონსტრაციები მიმდინარეობს. ახალი კანონის თანახმად, დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს, რასაც ჰონგ კონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება.

დემონსტრაციების დროს მთლიანობაში 36 ადამიანი დააკავეს, მათგან ყველაზე პატარა 12 წლისაა.