სახის ყველა ძვალი ჩამტვრეული აქვს, დამეხმარეთ გადარჩენაში - ბახმაროში ავარიის დროს დაშავებულ ბიჭის მეგობარი

15:03 08-26-2019
1209

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 აგვისტოს, ბახმაროში ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც მეგობარი წერს, ის მართვით სუნთქვაზეა.

„19 აგვისტოს ბახმაროში ამ ავარიის შედეგად დაშავდა ჩემი ბავშობის მეგობარი ნიკა გელაშვილი. გთხოვთ დამეხმარეთ მეგობრის გადარჩენაში.
ერთი ლარიც კი მნიშვნელოვანია.

ამჟამად ნიკა იმყოფება რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე, სახის ყველა ძვალი ჩამტვრეული აქვს, ორივე ფილტვი დაბეჟილი და დაზიანებული, ამასთანავე ანთებითი პროცესია ფილტვებზე და არსებობს სეფსის საფრთხე, აქვს მრავლობითი დაზიანება გულ-მკერდის არეში, აღენიშნება მოტეხილობები ლავიწის ძვალსა და მეექვსედან მეთერთმეტე ნეკნისჩათვლით.

მდგომარეობა ჯერ-ჯერობით სტაბილურად მძიმეა. საჭიროა მრავალჯერადი ქირურგიული ჩარევა.

ანგარიშის ნომერი- საქართველოს ბანკი GE46BG0000000161639909
მიმღები: ქეთევან პატარაშვილი

TBC ბანკი - GE60TB7775645061100017
მიმღები: ნინო გელაშვილი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.