ვინ არის ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მიღებული ინტოქსიკაციით გარდაცვლილი 22 წლის ბიჭი

12:51 08-26-2019
2369

ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მიღებული ინტოქსიკაციით 22 წლის, ანრი ვარშანიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედის“ ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„პრაიმტაიმი“ შოთო სიხარულიძეს დაუკავშირდა. 

შოთო სიხარულიძე: „ჩემი მეგობრის შვილია, შოკი მქონდა, ამბავი რომ გავიგე. კომატოზურ მდგომარეობაში დილის 05:05 საათზე მიიყვანეს, 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, რის შემდეგაც, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა. გარდაცვლილთან ერთად იმავე კლუბიდან მიყვანილ ორ გოგოს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. ისინი მდგომარეობიდან გამოვიდნენ და საავადმყოფოდან გაწერეს“.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს გამთენიისას, 5:00 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „მედცენტრში“ ერთ-ერთი კლუბიდან კომატოზური მდგომარეობით სამი პაციენტი, ორი გოგო და 22 წლის ბიჭი მიიყვანა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.