ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია

12:49 08-26-2019
61

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ სოხუმში გამართულ ბრიფინგზე დე-ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერმა, ვალერი ქვარჩიამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა  ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.

მეორე ტურში ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.