მელანია ტრამპი გააკრიტიკეს კაბის გამო, რომლითაც ის G7-ის სამიტზე ჩავიდა

12:30 08-26-2019
616

აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი იმ კაბის გამო გააკრიტიკეს, რომლითაც ის G7-ის სამიტზე ჩავიდა. ამის შესახებ Daily Express-ი წერს.

49 წლის მელანია სამიტზე Calvin Klein-ის ვარდისფერი და თეთრყვავილებიანი მკვეთრი ყვითელი ფერის კაბით გამოჩნდა. ფეხზე კი Christian Louboutinის 470 ევროდ ღირებული ფეხსსაცმელი ეცვა.

Twitter-ის მომხმარებლებმა ამის გამო ის გააკრიტიკეს:

@MikeSington: „ტრამპი და მელანია საფრანგეთში ჩამოვიდნენ. როგორც ჩანს, პირველ ლედის, ფრენის დროს, რაღაც ცუდი შეემთხვა, რამაც მის კაბაზე გიგანტური ლაქა დატოვა“.

@Reinette47: „მელანიამ ყვითელი კაბა საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ გაფიცვებთან დაკავშირებით ჩაიცვა“

 @CubFan4028: „ეს არის ყვითელი კაბა სისხლის ლაქებით, მადლობა, რომ  (ემანუელ მაკრონს) შეახსენეთ მისი სისასტიკე“.