ეს არსება მოსახლეობას აფრთხობს - ადამიანი-ბუ ვიდეოზე დააფიქსირეს (ვიდეო)

11:58 08-26-2019
411

ბრიტანელმა მარკ დევისმა, რომელიც თავს მოჩვენებებზე მონადირეს უწოდებს, მითურ არსებას ვიდეო გადაუღო. ინფორმაციას გამოცემა Mirror-ი ავრცელებს.

დევისის თქმით, კორნუოლის სასაფლაოზე მან გადაიღო ადამიანი-ბუ - არსება, რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხობს. ​მან არსება სპეციალური მოწყობილობით იპოვა.

რომელიც ელექტრომაგნიტური ენერგიის ტალღებზე რეაგირებს. დევისი ამბობს, რომ ადამიანი-ბუ ხეზე იჯდა, შემდეგ კი მას თავზე გადაუფრინა.

ლეგენდის თანახმად, პირველად ეკლესიის სახურავზე მჯდარი ადამიანი-ბუ 1920-იან წლებში ორმა გოგომ ნახა. მას რქები და ფრთები ჰქონდა, თუმცა ადამიანის სიმაღლის იყო. ამის შემდეგ გოგოების მამამ ოჯახი კორნუოლიდან წაიყვანა, შემთხვევის შესახებ კი გაზეთებმა დაწერეს. მისივე განცხადებით, ბოლოს მითური არსება 1976 წელს ნახეს. ადგილობრივებმა დაადასტურეს, რომ ამის შესახებ სმენიათ.