გორში მცირეწლოვანი ბავშვის მოკვლის მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს

00:40 08-26-2019
373

შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა. 34 წლის მამაკაცი ადგილობრივების ინფორმაციით, საკუთარ ცოლს სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. 5 წლის შვილს კი მოკვლით ემუქრებოდა. ინფორმაციას „დიანიუსი“ ავრცელებს.

,,კარგად არ ვიცნობდით ამ კაცს, იშვიათად გამოდიოდა კონტაქტზე, თუმცა როგორც გავიგეთ საკუთარ ცოლს გამუდმებით სცემდა, ბოლოს შვილსაც კი ემუქრებოდა მოკვლით. მანიაკი იყო, როგორ შეეძლო ასეთი რაღაცეების გაკეთება - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შსს-ს ცნობით, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირი უკვე დააკავეს.