რუსთავი 2-დან რუსთავი 2 წავიდა, იმედზე კი მაესტროელები მიდიან, სად წავლენ იმედის ჟურნალისტები

23:50 08-25-2019
9972

„პრაიმტაიმი“ სამი სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომელთა გადანაწილებით დაინტერესდა.

რუსთავი 2-დან რუსთავი 2 წავიდაო, ასე აფასებენ ტელეკომპანიიდან წასულ ჟურნალისტებს. ამის პარალელურად, იმედის არხზე მაესტროელები მიდიან.

2016 წლიდან, მაესტროს ყოფილი თანამშრომლები იმედზე გადანაწილდნენ და ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ირაკლი ჩიხლაძე მაესტროზე საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. ახლა, ის იმედზე იგივე პოზიციაზე მუშაობს.

რაც შეეხება ნიკა ლალიაშვილს, ის მაესტროზე პოლიტიკური პროგრამების მთავარი პროდიუსერი იყო. ახლა, ლალიაშვილი იმედზე პოლიტიკური პროგრამების დირექტორია.

კიდევ ერთი  წამყვანი ხატია ქვათაძე იყო, რომელსაც მაესტროზე მთავარი საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა. ამ დროისთვის იმედის არხზე ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანია. 

ასევე, მაესტროს მეორე წამყვანი ნინო თოლორდავა მთავარ საინფორმაციო გადაცემის უძღვებოდა. სექტემბრიდან, ახალ სატელევიზიო სეზონზე, იმედის არხზე, ის ისევ საინფორმაციო გადაცემას წაიყვანს.

მაესტროდან იმედში შედარებით ახალ გადასულ ჟურნალისტებს ძველი მაესტროელები დახვდნენ, ესენი არიან: ნინო არღვლიანი, სოფო ბერიძე და ა.შ.

სად წავლენ იმედის არხის ის ჟურნალისტები, რომლის ადგილებსაც მაესტროელები დაიკავებენ, ამ დროისთვის უცნობია.

ავტორი: თამარ ბუჩუკური