„თავის მდგომარეობაზე საერთოდ არავისთან არასოდეს არ საუბრობს, მათ შორის არც ჩვენთან, ოჯახის წევრებთან“

22:40 08-25-2019
2376

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა როგორ გრძნობს თავს მაკო გომური. მისი სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი „გავრილოვის ღამეს“ გახდა. როცა ანტისაოკუპაციო აქციაზე დასთან ერთად მისულს დარბევისას ტყვია თვალში მოხვდა და ის იმ დღიდან „გავრილოვის ღამის“ სიმბოლოდ იქცა.

ახალგაზრდა გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „პრაიმტაიმი“ მაკოს დას, ია გომურს ესაუბრა.

„უკეთ გრძნობს თავს, მკურნალობს, იღებს დანიშნულ წამლებს და უვლის თავს. ტკივილები მოეხსნა. მაკო ძალიან ძლიერი გოგოა და ფსიქოლოგიურად ნორმალურადაა. დრო და დრო ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ჩემი და საზღვარგარეთ მიჰყავთ და თვალის გადანერგვას აპირებენ. ის უცხოეთში კონსულტაციაზე იმყოფებოდა. ახლა, აქ მკურნალობს. თვალის გადანერგვა არ ხდება. ის თავის მდგომარეობაზე საერთოდ არავისთან არასოდეს არ საუბრობს, მათ შორის არც ჩვენთან, ოჯახის წევრებთან“ - ამბობს ია გომური.