რა გახდა 22 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის მოტივი

22:35 08-25-2019
4914

მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელმა, თამარ ჯაფარიძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა თვითდაზიანებები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო მიიყენა.

თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს თვის განმავლობაში თამაშ დამოკიდებულთა საგანგაშო სტატისტიკიდან ერთადერთია, რომლის გადარჩენაც მოხერხდა.

„22 აგვისტოს 24 წლის ბიჭმა ვენები გადაიჭრა. ის თამაშ დამოკიდებულია. ოჯახის წევრებმა სახლში თვითდაზიანებებით ნახეს და საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს. საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოხერხდა, რასაც ვერ ვიტყვით ბოლო ერთ თვეში 5 თამაშ დამოკიდებულის თვითმკვლელობაზე. საგანგაშო სტატისტიკაა“ - აცხადებს თამარ ჯაფარიძე.

პრაიმტაიმისთვის“ ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ მეტი დეტალები გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, ის შემთხვევის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ახლა, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია.

„პრაიმტაიმი“ მომხდარის გამო შსს-ს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, შემთხვევაზე გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე 115-ე მუხლით აღიძრა.