მიხეილ სააკაშვილის პაროდისტი გიორგი აფციაური პოლიტიკურ პარტიას ქმნის

21:08 08-25-2019
2577

იუმორისტი გიორგი აფციაური პოლიტიკურ პარტიას ქმნის. აფციაური წარსულში მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ცნობილი საზოგადო პერსონების პაროდიის შექმნით იყო ცნობილი, იგი იყო გაცადემა „თქვენი შოუ-ს პროდიუსერი, მუშაობდა აგრეთვე „კომედი შოუშიც“.

აფციაურმა ჯერ კიდევ 2017 წელს სამოქალაქო მოძრაობა „სუფთა ხელი დააფუძნა. აფციაურის განცხადებით, იგი 2020 წელს პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებს.

აფციაურმა პოლიტიკური განცხადება ორიგინალურად გააკეთა და უახლოეს მომავალში პოლიტიკაში ახალგაზრდა მეცნიერების შემოსვლა გვამცნო. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელსაც „გიორგი აფციაური-სუფთა ხელი“ ჰქვია.

ვიდეორგოლის მთავარი მესიჯი შემდეგია „ახალი ჟღერადობის ნოტები ახალგაზრდა მეცნიერები არიან, რომლებიც მიმოფანტულია, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ და როცა ეს ნოტები ერთ პიუპიტრზე განლაგდება ვიოლინო დაიწყებს დაკვრას და აღარ გაჩერდება“.