„რაც მთავარია, სიჩუმეა... სიჩუმეა და აღარავინ წუხდება. ვაი, ჩემო საქართველო“ - პაატა ბურჭულაძე

20:27 08-25-2019
1263

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში რუსთავის 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „პრაიმტაიმი“ ბურჭულაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

როგორც იქნა გამოირთო რუსთავი 2 და ხომ ატყობთ რა საამო სიმშვიდეა ქვეყანაში. აღარავინ ტეხს განგაშს, რომ კორუფციაა და სიღარიბე, აღარც ოკუპაციის თემა მუსირებს. აგერ, ია კერძაიას სიცოცხლის მოსპობაში ბრალეული მხარე ვერ იქნა აღმოჩენილი და საქმე დახურეს. სამაგიეროდ, მამუკა ხაზარაძეს პასუხს აგებინებენ მამუკა ხაზარაძისვე დაზარალებაში, სხვა დაზარალებული ან მომჩივანი ვერ იპოვნეს. უსახლკაროდ მიტოვებული ოჯახებისთვის ფონდ „იავნანას მიერ ნაჩუქარ სახლებს რემონტი დაუწუნეს და ორი წელია მათ პურის ფულითაც კი აღარავინ დახმარებია. პროკურატურამ ეძება ფონდში და მხოლოდ დახმარებული და სარგებელ მიღებულ ხალხი აღმოაჩინა, მაგრამ მავნებლურად საქმეს მაინც არ ხურავენ, ბოლომდე უნდათიავნანა მოსპონ...და ალბათ, რა მშვენიერი იქნებოდა ივანიშვილისთვის ასწლოვანი ხეების შრიალში დღეების გატარება ინგა გრიგოლია და ტვ პირველიც რომ არ დაურღვევდნენ მყუდროებას ახალი სატელევიზიო სეზონიდან. ისე ძალიან უნდა მას აგვისტოში გააჩუმოს და მოათავოს ყველაფერი, რომ მისი მონები ბატონის სურვილების შესასრულებლად ყველაფერზე ხელს აწერენ, ყველა საქციელზე მზად არიან და შემდეგ უტიფარ გამართლებასაც მარტივად კადრულობენ. რაც მთავარია, სიჩუმეა... სიჩუმეა და აღარავინ წუხდება. ვაი, ჩემო საქართველო ... - წერს პაატა ბურჭულაძე.