ბარსელონის სანაპიროდან აფეთქების საფრთხის გამო დამსვენებლები გაიყვანეს

19:03 08-25-2019
112

ბარსელონის პოლიციამ ყველაზე პოპულარულ სანაპიროდან დამსვენებელთა ევაკუაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იქ ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ქალაქის პოლიციამ ამის შესახებ twitter-ზე გამოაქვეყნა. მათივე ინფორმაციით სანაპიროზე იპოვეს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს დარჩენილი ნაღმი, რომლის აფეთქების საფრთხე რეალური იყო.

ფრანგული მედიის ცნობით სამოქალაქო ომის დროინდელი ნაღმი ზღვაში, ნაპირთან ახლოს იპოვეს.