დავბრუნდი იქ სადაც ჩემი ადგილია - ნინო თოლორდავა საზოგადოებას პასუხობს

18:44 08-25-2019
2673

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ნინო თოლორდავა ტელეკომპანია რუსთავი 2-ში პოლიტიკურ ეთერს წაიყვანდა.

„პრაიმტაიმი რამდენიმე საათის წინ ექსკლუზიურად წერდა, რომ ნინო თოლორდავა არა რუსთავი 2-ში, არამედ - „იმედის არხზე ქრონიკის გამოშვებას წაიყვანს. 

ამის შესახებ თავად ნინო თოლორდავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი უცვლელად გთავაზობთ. 

„ძალიან გახარებული ვარ, რომ ამბავმა ჩემი ტელევიზიაში დაბრუნების შესახებ, ამდენი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ვღებულობ უამრავ შეტყობინებას და ზარებს ❤️ მეგობრებო მინდა გითხრათ, რომ დავბრუნდი იქ სადაც ყოველთვის ვგრძნობდი რომ ჩემი ადგილია! სექტემბრიდან იმედზე ქრონიკაში შევხვდებით❤️ მიყვარხართ ❤️ - წერს ნინო თოლორდავა. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური