კიტ ჰარინგტონი Marvel-ის ერთ-ერთ ფილმში გამოჩნდება

17:58 08-25-2019
40

ცნობილი სატელევიზიო სერიალის Game of Thrones-ის ვარსკვლავი კიტ ჰარინგტონი Marvel-ის ერთ-ერთ ფილმში ითამაშებს. ინფორმაციას ამის შესახებ Deadline-ი ავრცელებს.

უცხოური მედიის ცნობით, ჰარინგტონი Marvel-ის სუპერგმირის შესახებ ფილმში გამოჩნდება. ამ ეტაპზე უცნობია, რომელ ფილმზე იმუშავებს და ვის როლს შეასრულებს GOT-ის მსახიობი.

გამოცემის ცნობით, Marvel-თან თანამშრომლობის შესახებ დეტალები, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.