მალიორკაზე ვერტმფრენისა და თვითმფრინავის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულთა შორის ბავშვიცაა

17:39 08-25-2019
22

ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე ვერტმფრენისა და მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა, ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

დაღუპულთა შორის მცირეწლოვანიცაა

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მათი განცხადებით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ავიაკატასტროფის დროს დაღუპულები.