კარაქიანი თითით ამოგთხრით თვალს, მივმართავ ნაციონალურ მოძრაობას - რეზო ამაშუკელი

15:05 08-25-2019
2838

„კარაქიანი თითით ამოგთხრით თვალს, მივმართავ ნაციონალურ მოძრაობას და გირჩს, თეთრს ხმაურს ,“- რეზო ამაშუკელი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ქართველ ერს ერთიანობისკენ მოუწოდებს.

„კარაქიანი თითით ამოგთხრით თვალს, მივმართავ ნაციონალურ მოძრაობას და გირჩს, თეთრს ხმაურს თუ შავ ყრანტალს. ვინც ხართ ერთად საერთოდ თავიდან ბოლომდე და კიდევ მას, თქვენი მამა მარჩენალი რომ არის. მივმართავ ქართველ ერს. გაერთიანდით და გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და ეს არის ის, რაც უნდა ასულდგმულებდეს ქართველ ერს, ეს არის ქართველი ერის ბიოლოგიური გადარჩენა, რაც წკიპზე დგას.“- ამბობს რეზო ამაშუკელი ვიდეომიმართვაში.