ლუხუმ ჩხვიმიანი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

11:35 08-25-2019
27

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 60 კგ. წონით კატეგორიაში ქართველი ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალში იასპარეზებს, სადაც იგი იაპონელ ნაგაიამას შეხვდება.

ლუხუმმა ჩინელი იუ ლონგ ლაის დამარცხების შემდეგ, ესპანელი გარიგოსს და ბრაზილიელი ტაკაბატაკეს აჯობა. მეოთხედფინალურ ეტაპზე ქართველის მეტოქე უკრაინელი ლესიუკი იყო, რომელიც ჩხვიმიანმა დაძაბულ ბრძოლაში, ეფექტური იპონით დაამარცხა და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.