ვიდეოები

1713177420

VIDEO: ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო, ელისაშვილი მდინარაძეს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის ტრიბუნასთან იდგა. უმრავლესობის ლიდერი დღეს, განხილვისას კანონპროექტის მთავარი წარმდგენი იყო.დაპირისპირების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა. სხდომა კი ამ დროისთვის შეწყვეტილია. 

ელისაშვილის ჩხუბი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

კატო კვარაცხელია

ტაბლოიდი 1713251460

VIDEO: „ღმერთო! ეს რა არის!საუკეთესო!“- კატო კვარაცხელიას და ნიკალა ზუბიაშვილის საოცარი შესრულება ნახვების რეკორდს ხსნის

მუსიკალურ პროექტში „აკუსტიკა“ ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.კომპოზიციას სახელწოდებით – „შენი ფანჯრიდან“, ასრულებს ახალგაზრდა მომღერალი კატო კვარაცხელია, რომელსაც შესანიშნავ აკომპანემენტს ასევე ახალგაზრდა არტისტი, ნიკალა ზუბიაშვილი უწევს. სიმღერის ავტორი ერეკლე დეისაძეა.აღსანიშნავია, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მუსიკოსების კოლაბორაციას მსმენელის მხრიდან უდიდესი გამოხმაურება და დადებითი შეფასება მოჰყვა.შესანიშნავ დუეტს ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება პიანისტი გიორგი გიგაშვილიც და წერს: „აუ, ღმერთო!!! ეს რა არის!!! საუკეთესო!!!“. 

ირაკლი ზარქუა

პოლიტიკა 1713251420

კვლავინდებურად ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა უნდოდათ, ჰქონდათ მცდელობა, ისევ სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გაელაშქრათ - ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებზე

ბატონი ქადაგიძე დანარჩენ უსამშობლოებთან ერთად, არის ის ადამიანი და ლიდერები, ვინც ხელმძღვანელობდნენ [აქციას], არიან ის ადამიანები, რომლებსაც ამ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა უნდოდათ კვლავინდებურად და ბოროტად გამოეყენებინათ მათი ნდობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, გიორგი ქადაგიძის მოწოდებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს პარლამენტისთვის წრის დარტყმისკენ მოუწოდა.მისი თქმით, მთავარია ის, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობას სურს, გამჭვირვალე იყოს საზღვარგარეთიდან არასამთავრობოების და მედია-ორგანიზაციებისთვის შემოსული დაფინანსება."ე.წ. ლიდერებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ისევ სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გაელაშქრათ, ისევ ცალ ფეხზე მდგარიყვნენ საგარეო დაკვეთის შესასრულებლად და ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს, როგორც იმ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა - ესეც ჩაივლის. მთავარი ის არის, რომ ქართველი ხალხის ნებაა, ღია და გამჭვირვალე იყოს თითოეული ცენტი, რაც დაიხარჯება, როგორც მედიაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ ევროპულობის მომხრე, ევროპელობა ნიშნავს ღიაობას და გამჭვირვალობას. 20 პროცენტზე მეტი ვისაც ექნება საგარეო დაფინანსება, ბუნებრივია, მოუწევთ მათ დეკლარირება - ეს არის და ეს." - განუცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს.

კირბი

ომი უკრაინაში 1713251332

აშშ არ ჩაერევა უკრაინაში მიმდინარე ომში და არ ჩამოაგდებს საჰაერო სამიზნეებს, როგორც ამას ისრაელში აკეთებს - ეს განსხვავებული კონფლიქტები და საჰაერო სივრცეებია - კირბი

აშშ არ ჩაერევა უკრაინაში მიმდინარე ომში და არ ჩამოაგდებს საჰაერო სამიზნეებს, როგორც ამას ისრაელში აკეთებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.კითხვაზე, მზად არის თუ არა აშშ, ჩამოაგდოს ირანული დრონები, რომლებსაც რუსეთი იყენებს, კირბიმ განაცხადა, რომ საუბარია ორ განსხვავებულ კონფლიქტზე.„საუბარია განსხვავებულ კონფლიქტებზე, განსხვავებულ საჰაერო სივრცეებზე, საფრთხეების განსხვავებულ სურათებზე.“, - აღნიშნა კირბიმ.მისივე განცხადებით, ჯო ბაიდენმა თავიდანვე ნათლად დააფიქსირა, რომ აშშ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ აპირებს.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713251217

ახლა ვართ ფაქტობრივად მოწმე დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი - შალვა პაპუაშვილი

ახლა ვართ ფაქტობრივად მოწმე დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ განხილვის ირგვლივ განვითრებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, გუშინ მამუკა მდინარაძე ცხრა საათის განმავლობაში სვამდა მთავარ კითხვას - რატომ?, რაზეც არგუმენტირებული პასუხი ვერ მიიღო.„ახლა ვართ ფაქტობრივად მოწმე დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი. ამ პროცესს აქვს თავისი აღწერაც. ამას ჰქვია დოგმატიზმი, როდესაც ნაცვლად არგუმენტების წარმოდგენისა, მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას როგორც არგუმენტი. ჩვენ რასაც ვისმენთ, რუსული კანონი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის დოგმით მსჯელობა, როდესაც აღარ შემოდიან არგუმენტში. გუშინ ცხრა საათის განმავლობაში მამუკა მდინარაძე სვამდა მთავარ კითხვას. ვინაიდან, იმისთვის, რომ გამოავლინო დოგმატური არგუმენტები და დოგმატიზმი, არსებობს ერთი მარტივი ხერხი, ეს არის მარტივი კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე როდესაც არ არის არგუმენტირებული და ლოგიკური პასუხი, ე.ი. ჩვენ საქმე გვაქვს დოგმასთან, რწმენასთან, რომელიც უნდათ წარმოადგინონ, როგორც არგუმენტი.გუშინ დაისვა კითხვა, რატომ და ვერ გასცეს პასუხი? საქმე გვაქვს დოგმებთან. პასუხი იყო, რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს. ბრიუსელი და ვაშინგტონი ხომ გეუბნებიან, რომ - არა. ამ ქვეყანას გამოვლილი აქვს სხვადასხვა ეტაპი თავის ცხოვრებაში და ამ ხალხსაც გამოვლილი აქვს სხვადასხვა ეტაპი. ჩვენ ბოლო 30 წელია, ერთი რამ ვიცით, მთავარია, რას ამბობს ქართველი ხალხი და არა ის, რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. როდესაც ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებთან, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, რომ ვეკითხებით, რატომ არ უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს არ უნდა. ვეუბნებით, საზოგადოების ამ ნაწილს ვეკითხებით, რატომ არ გინდათ - რადგან უცხოელები გვეუბნებიან, არ მიიღოთო. ასეთი ურთიერთმითითება მიდის. შეგახსენებთ, ზუსტად იგივე ხერხი იყო გამოყენებული ე.წ. ვეტინგის დროს. ვეკითხებით არასამთავრობო სექტორს - რატომ უნდა იყოს, უცხოეთიდან გვეუბნებიან, ჩაატარეთო. ვეკითხებით უცხოელებს, რატომ უნდა ჩავატაროთ, იმიტომ, რომ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენო. სინამდვილეში, არის მცდელობა, რომ ჩვეულებრივი დოგმატიზმით აუკრძალონ საზოგადოებას აზროვნება. ვხედავთ, რომ საზოგადოებამ ეს ეტაპი გამოიარა და ძალიან კარგად ხვდება, რომ მსჯელობის ალტერნატივა არ არსებობს. დოგმებით საუბარი და მსჯელობის ჩახშობა აღარ გამოუვათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზუკა ხუციშვილი

ტაბლოიდი 1713251122

ზუკა ხუციშვილი მალე ვაჟის მამა გახდება - „ისედაც ყველამ უსიტყვოდ ვიცოდით, რა სახელს დავარქმევდით…“

ზუკა ხუციშვილი და მისი მეუღლე შვილს ელოდებიან. წყვილმა უკვე სქესიც იცის და ისიც, რას დაარქმევს პატარას. ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებს“ გაუმხილა. ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ.ზუკა ხუციშვილი:„სახელზე აღარ ვფიქრობთ. ბიჭია და გიოს დავარქმევთ. სამწუხაროდ, ის მის დაბადებას ვერ მოესწრო. მიუხედავად იმისა, რომ შვილიშვილები ჰყავს ჩემი დისგან, სულ განვიცდიდით, რომ ვერ მოვასწარით, გაგვეხარებინა. ჩვენი ქორწილის მერე მალე წავიდა ჩვენგან. თუმცა მე მჯერა, რომ ადამიანები ყველაფერს ხედავენ იქიდან, სადაც არიან. მგონია, რომ ახლაც იცის და უხარია ჩვენი ბედნიერება. ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ვგრძნობ, რომ სადაც არის, იქიდან გვმფარველობს და გვერდით გვიდგას. რომ გავიგეთ, ბიჭს ველოდით, არც შევთანხმებულვართ, ისედაც ყველამ უსიტყვოდ ვიცოდით, რა სახელს დავარქმევდით. გიო მართლა განსაკუთრებული ადამიანი იყო, სიყვარულის მეტი არაფერი უკეთებია. იმედია, ჩვენი შვილიც ასეთი იქნება და ცხოვრების განმავლობაში ბევრ სიყვარულს დასთესს…“