მინდოდა მომეყოლა თქვენთვის ამ გმირი ბიჭის ამბავი - თვითმხილველი ბათუმიდან

15:58 08-24-2019
795

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ჯგუფში ბათუმელი ახალგაზრდა ბიჭის შესახებ წერენ.

როგორც ირკვევა, ბათუმში 5 ბალიანი შტორმის დროს საკუთარი სიცოცლის რისკის ფასად მამუკამ 3 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი თვითმხილველი ავრცელებს. 

„პრაიმტაიმი“ ლეილა დეიდას პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 

„დღეს მე ამ ფაქტს ჩემი თვალით შევესწარი.. ვიყავი ბათუმის სანაპიროზე ჩემს ოჯახთან ერთად, იყო საშინელი 5 ბალიანი შტორმი და მაშველებმა თქვეს რომ არ შეიძლებოდა ამ შტორმში შესვლა. ეს გმირი ბიჭი სახელად მამუკა ხილაძე რომელიც შეზლუნგებზე მუშაობს იყო სანაპიროზე და თავის სამუშაოს ასრულებდა, ამ დროს მან დაინახა, რომ ბავშვი ტალღამ შეითრია , არც დაფიქრებულა მამუკა გაიქცა და შევარდა ეგრევე შტორმში. ალბათობა რომ ორივე ცოცხლები გამოსულიყვნენ იყო 0% მაგრამ ამ გმირმა ბიჭმა არაფერზე არ დაიხია უკან. უცბად ტირილიც ამივარდა იმიტომ რომ შვილივით მიყვარს მამუკა. ამ მომენტში ვხედავ მამუკას ამ პატარა ბავშთან ერთად, რომელიც ამოჰყავდა ამ შტორმიდან.... 5 წუთიც არიყო გასული ყვირის მამუკას მამა. მამუკა მეორე ბავშვიც იხრჩობა და ისევ შეუსვენებლად და დაუფიქრებლად შევიდა ისევ ამ ტალღებში. თავის სიცოცხლეზე არც დაფიქრებულა. ღმერთის წყალობით ისევ გადაარჩინა მეორე ბავშვიც მამუკამ. პატარა ინტერვალის შემდეგ ისევ ისმის ყვირილი უშველეთ... და ისევ დაუყოვნებლად შევარდა ზღვაში რო გადაერჩინა უკვე მესამე ბავშვი. . ჩემო მეგობრებო უბრალოდ მე მინდოდა მეთქვა ყვლასთვის და მომეყოლა თქვენთვის ამ გმირი ბიჭის ამბავი რომლის თვითმხილველიც გახლდით მე და ვთხოვ ღმერთს, რომ ესეთი ახალგაზრდები ამრავლოს ღმერთმა.

მამუკა შვილო უფალს ებარებოდე - შენი ლეილა დეიდა.