ფინეთში ახალდასაქმებული თანამშრომლებისთვის ოფლის არომატით სუნამო შექმნეს

11:02 08-24-2019
95

ფინეთში სააგენტო Mirum Helsinki-მა წარადგინა ახალი სუნამო, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები ადამიანის ოფლის სუნის არომატი აქვს, ამის შესახებ გამოცემა Flash Nordma-მა დაწერა.

სუნამო ტრადიციული არომატების გარდა ორგანიზაციის ყველა თანამშრომლის ოფლის წვეთს შეიცავს. გამოცემა წერს, რომ სუნამო ძირითადად იმ მომხმარებელზეა გათვლილი, რომლებმაც სამსახურში მისაღებად გასაუბრების ეტაპი წარმატებით გაიარეს და ამისთვის ბევრი შრომა გასწიეს და ოფლიც დაღვარეს.