რეზო გაბრიაძის საათის კოშკი მსოფლიოს საუკეთესო საათების ნუსხაშია (ფოტოები)

21:01 08-23-2019
249

ამერიკულმა ტურისტულმა ინტერნეტგამოცემამ Atlas Оbscura გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და მხატვრის, რეზო გაბრიაძის საათის კოშკი, რომელიც თბილისის მარიონეტების თეატრს ამშვენებს, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული არქიტექტურული საათის, ძეგლების სიაში შეიტანა.

ინტერნეტჟურნალის რეიტინგი შეიქმნა მისი ხელმომწერების გამოკითხვის საფუძველზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ. გამოცემის მომხმარებლებმა თავიანთ შთაბეჭდილებებზე და იმ ორიგინალურ საათებზე ისაუბრეს, რომელთა დიზაინმა მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

გაბრიაძის თბილისური შედევრის გარდა, Atlas Оbscura-ს სიაში მოხვდა ტოკიოს (იაპონია) The Giant Ghibli Clock, პაჩუკას (მექსიკა) Reloj Floral, ლიერეს (ბელგია)The Zimmer Clock Tower, კაგუასის (პუერტო-რიკო) Reloj Monumental და მსოფლიოს სხვა საათის კოშკები.