ნაფეტვრებში ხანძარი ლოკალიზებულია

20:54 08-23-2019
12

ნაფეტვრებში ცეცხლი ბუჩქნარით დაფარულ პერიმეტრს მოედო, არსებობდა საფრთხე, რომ  ცეცხლი სახლებზე გადასულიყო, თუმცა მისი ლოკალიზება მეხანძრეებმა დროულად შეძლეს.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.