აუდიო ჩანაწერი ციხიდან, რომელიც „კანონიერი ქურდების“ საუბარს ასახავს

13:31 08-23-2019
30734

რუსული მედია ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, რომელიც სარატოვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „კანონიერი ქურდების“ - თბილისელი სერგეი ასატრიანის და მოსკოველი ოლეგ სუხაჩევის საუბარს ასახავს.

რუსული მედიის ცნობით, 6-წლიანი მცდელობის შემდეგ 33 წლის სერგეი ასატრიანმა „ქურდის“ ტიტული დაუბრუნა, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალური „გენერლებისგან“ - ასლან უსოიანისგან და ვიაჩესლავ ივანკოვისგან მიიღო.

2013 წელს მას ეს სტატუსი მეგრული კლანთან დაპირისპირების გამო შეუჩერეს და როგორც ზევით აღვნიშნეთ, რამდენიმე დღის წინ მან ტიტული აღიდგინა.

აღსანიშნავია, რომ გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ გახლავთ სერგეის მამა, ედუარდ ასატრიანიც, იგივე „ასატრინა“. სომხური წარმომავლობის ასატრიანების ოჯახი საქართველოდან რუსეთში წლების წინ გადაბარგდა.

ცნობილია, რომ უმცროსი ასატრიანი ფუფუნებისა და ელიტური თავყრილობების მოყვარული გახლავთ, რის გამოც მას კრიმინალურ წრეებში „სერგეი გლამურის“ მეტსახელითაც იცნობენ.