ჩემი კომპიუტერიდან ბევრი ეშმაკი ამოხტება და გაიქცევა წივილ–კივილით - გოგოტიშვილი

12:49 08-22-2019
1227

„საპატრიარქოს მინდა თხოვნით მივმართო!
გამოყავით მამები, რათა მოხდეს კურთხევა და განწმენდა რუსთავი-2 ტერიტორიის!“ – გია კორკოტაშვილის ამ სტატუსს თენგო გოგოტიშვილი ასე ეხმაურება:

გია კორკოტაშვილის ამ განცხადებას „ფეისბუკის“ ჩემს გვერდზეც გამოვეხმაურე და ვთხოვე, რომ იქნებ ამ მსახურებას დამასწროს. იმიტომ, რომ ისაკაძეების მადლი, რა თქმა უნდა, უშველის იქაურობას და დარწმუნებული ვარ, ჩემი კომპიუტერიდან ბევრი ეშმაკი ამოხტება და გაიქცევა წივილ–კივილით. მართლა ვთხოვე, მაგრამ ჯერ გამოხმაურება ვერ მივიღე. გულით მინდა დავესწრო, მაინტერესებს, კამერებიდან, კომპიუტერებიდან, მონიტორებიდან, სკამებიდან რამდენი უბედურება ამოძვრება და რას გაწმენდს იქ გია კორკოტაშვილი. მერე, რა თქმა უნდა, სიწმინდის არეალი რომ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. წმინდა ბიძინა მართალზე აღევლინება ლოცვა და ასე.

- როგორ ფიქრობთ, იხუმრა, თუ სერიოზულად აქვს ამის სურვილი?

- დარწმუნებული ვარ, დაუშვა კიდევაც. თან მომეწონა ფრაზა – „გამოყავით მამაოები“. კორკოტაშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი მისი პოლიტიკური „ლეველი“, რელიგიური, მსოფლმხედველობრივი შეხედულებები და დარწმუნებული ვარ, რომ სერიოზულად ამბობს და მართლა სთხოვს საპატრიარქოს. პრობლემა არ იქნება, ისაკაძეები საკმარისი რაოდენობით არიან, რომ ამას დათანხმდნენ.

ავტორი: თამთა დადეშელი