სად განთავსდება ნიკა გვარამიას ახალი ტელეკომპანიის ოფისი?

16:46 08-21-2019
5480

ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ახალი ტელეკომპანიის ოფისი, სავარაუდოდ დიღომში, „ასტრა პარკის“ ტერიტორიაზე განთავსდება. აღნიშნული შენობის გასხვისების შესახებ თანამშრომლებს უკვე აცნობეს. 

დღეს ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ „რუსთავი2“-ის ყოფილ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან ახალი ტელევიზიის ფართებთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჰქონდა. 

ღაჭავას თქმით, ის და გვარამია ვერ შეთანხმდნენ თანხაზე და ასევე მასშტაბზე.

„ჩემი ობიექტი არის პატარა, მაგათ 5 000-იანი უნდოდათ. ისინი უკვე სხვაგან აკეთებენ დიღომში, იმიტომ რომ ჩემი ფართი პატარა იყო. ასტრა პარკი თუ რაღაც მანდ არიან, მე ვიცი ჭორის დონეზე რომ იქ იქნებიან“, - განაცხადა ლაურა ღაჭავამ. 

დღეს ნიკა გვარამიამ სტატუსი დაწერა, რომ უკვე აქვთ შენობაც და თანხაც, რათა ამუშავდეს ახალი ტელევიზია „მთავარი არხი“. 

„პრაიმტაიმი“ გასართობ ცენტრ „ასტრა პარკს“ დაუკავშირდა, სადაც გვაცნობეს, რომ შენობა უკვე გაყიდულია და ამის შესახებ თანამშრომლებს აცნობეს.

„რაც მალე წახვალთ მით უკეთესიო“, - გვიპასუხა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

მისთვის უცნობია, იყიდა და რა უნდა გაკეთდეს გასართობი ცენტრის ნაცვლად, თუმცა მათი თქმით, საუბარი იყო ტელევიზიის შესახებ.

თანამშრომლებს სამსახურის დასატოვებლად ვადა 1 სექტემბრამდე მისცეს. 

width=600

width=600