ვიდეოები

1711692916

VIDEO: რომელმა ფეხბურთელმა დალია ყველაზე მეტი ისტორიული გამარჯვების შემდეგ? – ეროვნული ნაკრების ექიმის სახალისო „ქვიზი“

ტიკტოკზე გავრცელდა ვიდეო, სადაც „დინამოს“ ექიმის დავით ხარაბაძე სახალისო კითხვებს პასუხობს.ექიმი ამხელს, ვინ დალია ყველაზე მეტი საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ.მისი თქმით, თამაშის შემდეგ ყველაზე მეტი ბუდუ ზივზივაძემ დალია.კითხვაზე, მაინც რამდენი ლიტრი? – ექიმი პასუხობს: „რა ლიტრი, მაგათთვის ბევრია 3-4 ჭიქა“.  @kokaia_g #ქვიზი #dinamo #eqimi #davit #kharabadze #for #you ♬ original sound - 𝔾𝕚𝕠𝕣𝕘𝕚 𝕂𝕠𝕜𝕒𝕚𝕒

როვნული ნაკრების ექიმის სახალისო „ქვიზი“

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

OneRepublic

კულტურა 1711692932

OneRepublic-ის ბილეთების შესაძენი პორტალი გახსნილია

საქართველოში ვარსკვლავების ათვლა იწყება. მუსიკალურ ორბიტაზე 2024 წლის პირველი OneRepublic-ია. გრემის და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ჯგუფი Starring Georgia-ს მუსიკალურ სეზონს ხსნის. ამერიკული როკ-პოპ ბენდი ქვეყანაში პირველად ჩამოვა. OneRepublic - თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო Live-შემსრულებლის კონცერტს, მსმენელი 10 მაისს მოუსმენს.bsa.ge/ge/events/onerepublic20244  - შეიძინე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები, საიტზე არ მოქმედებს ფასდაკლებაtkt.ge/onerepublic - შეიძინე ნებისმიერი კატეგორიის ბილეთიStarring Georgia, TBC და VISA-ს თანამშრომლობის ფარგლებში მიიღეთ:-20% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისის Visa ბარათებით შეძენისას;-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე თიბისის მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით შეძენისას;-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის და WM-ის Visa ბარათებით შეძენისას;-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისის განაწილებით შეძენისას;-ფასდაკლება არ მოქმედებს BSA.ge-ზე შეძენის შემთხვევაში.

როვნული ნაკრების ექიმის სახალისო „ქვიზი“

სპორტი 1711692916

VIDEO: რომელმა ფეხბურთელმა დალია ყველაზე მეტი ისტორიული გამარჯვების შემდეგ? – ეროვნული ნაკრების ექიმის სახალისო „ქვიზი“

ტიკტოკზე გავრცელდა ვიდეო, სადაც „დინამოს“ ექიმის დავით ხარაბაძე სახალისო კითხვებს პასუხობს.ექიმი ამხელს, ვინ დალია ყველაზე მეტი საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ.მისი თქმით, თამაშის შემდეგ ყველაზე მეტი ბუდუ ზივზივაძემ დალია.კითხვაზე, მაინც რამდენი ლიტრი? – ექიმი პასუხობს: „რა ლიტრი, მაგათთვის ბევრია 3-4 ჭიქა“.  @kokaia_g #ქვიზი #dinamo #eqimi #davit #kharabadze #for #you ♬ original sound - 𝔾𝕚𝕠𝕣𝕘𝕚 𝕂𝕠𝕜𝕒𝕚𝕒

თამთა კვარაცხელია

ტაბლოიდი 1711692060

„იტალიას ერთი კვარაცხელიაც ეყოფა… ჩემს შვილსა და საქართველოს ვერ დავტოვებდი…“ - თამთა კვარაცხელია

ტელეწამყვანმა თამთა კვარაცხელიამ ჟურნალ „თბილისელებთან“ იტალიაში გამართულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოგებაზე არც უფიქრია ერთი მიზეზის გამო:„არასდროს მომწონდა იდეა, რომ საზოგადოებაში ჩემი გარეგნობით მომეწონებინა თავი. იქ კი გოგონები მხოლოდ ამას აკეთებდნენ. ვცდილობდი, მომეთმინა და კალენდარს ვუყურებდი, ველოდებოდი, როდის დასრულდებოდა ეს სიგიჟე ჩემს ცხოვრებაში. წუთითაც ვერ წარმომედგინა კონკურსის მოგება და ასეთი ცხოვრების სტილით მომდევნო წლის გატარება, რადგან მოგებულ მისს სააგენტოსთან კონტრაქტზე ხელის მოწერის ვალდებულება ჰქონდა, რომელიც იტალიაში ცხოვრებასა და სააგენტოში მუშაობას ითვალისწინებდა. ამ ეტაპზე ჩემს შვილსა და საქმეს საქართველოში ვერ დავტოვებდი. ასე რომ, დავბრუნდი, იტალიას ერთი კვარაცხელიაც ეყოფა…“

რუსული გამანადგურებელი

მსოფლიო 1711691664

სევასტოპოლთან ახლოს, რუსული გამანადგურებელი სუ-35 ჩამოვარდა

ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლთან ახლოს, რუსული გამანადგურებელი სუ-35 ჩამოვარდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო, ტელეგრამ არხებზე გავრცელდა.თვითმფრინავის ჩამოვარდნა დაადასტურა სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, რომლის ინფორმაციითაც, მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს,ინციდენტთან დაკავშირებით, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ქალი

რჩევები 1711691400

5 მეცნიერული მეთოდი - როგორ უნდა აიძულოთ გონება რომ არ იდარდოს

ფსიქიკური ჯანმრთელობის კალიფორნიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრების დასკვნით, ზრდასრულ ამერიკელთა 18 %-ს ქრონიკული შფოთვა და დეპრესია ტანჯავს, რომლის გამომწვევი მიზეზიც ფსიქოლოგიურ პრობლემებს არ უკავშირდება, ის დაკავშირებულია გამუდმებით რაიმეზე დარდთან და წუხილთან.მკვლევარი ჯოზეფ ლედოიქსი ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია ვისწავლოთ ის, თუ როგორ შევწყვიტოთ დარდი.ვნახოთ 5 მეცნიერული მეთოდი - როგორ უნდა აიძულოთ გონება რომ არ იდარდოს?1. დაიწყეთ ასე - დაამარცხეთ ირაციონალური ფიქრები და შეხედულებები - ხშირად ადამიანებს არა ლოგიკური აზრები და შიშები გვტანჯავს, ვფიქრობთ, რომ რაღაც ცუდი მოხდება ჩვენს ცხოვრებაში. ალოგიკურ მოვლენებს წარმოვიდგენთ ხოლმე. სცადეთ, იფიქროთ ლოგიკურად. გააანალიზეთ, რატომ დარდობთ. დაალაგეთ ფაქტები გონებაში. ამ შემთხვევაში მიხვდებით, რომ საშიში არაფერი ხდება. ნახავთ, თანდათან როგორ გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ამა თუ მოვლენის მიმართ და შეწყვეტთ უმიზეზოდ დარდს. 2. დაივიწყეთ გრძნობები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს -მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას თან ახლავს ემოციები და თუ თქვენ ზედმეტად ემოციური ადამიანი ხართ, შესაძლოა ამან ხელიც კი შეგიშალოთ და ემოციების გამო ვერ შეძლოთ რაციონალურ გადაწყვეტილებების მიღება. შეაფასეთ მოვლენები, ფაქტები ემოციების გარეშე. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. 3. ნუ მოინდომებთ საკუთარი თავისა და სიტუაციის კონტროლს. უბრალოდ, ეცადეთ იყოთ უფრო მეტად თავდაჯერებული - როცა ყველაფრის გაკონტროლება სურს ადამიანს, ის ძალიან ბევრს ფიქრობს და ბევრს დარდობს, ფიქრობს, რომ თუ ყველაფრის გაკონტროლებას ვერ შეძლებს, მის ცხოვრებაში საშინელება მოხდება. ეცადეთ სიტუაციების გაკონტროლების ნაცვლად, უფრო მეტად ირწმუნოთ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების, იყოთ უფრო მეტად თავდაჯერებული. თავდაჯერებულ ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, ყოველგვარი დარდისა და შფოთვის გარეშე. 4. ეცადეთ მოიშოროთ ნეგატიური ფიქრები - მაშინვე, როცა გონებაში რაიმე უარყოფითი აზრი გაგიელვებთ, სცადეთ ის პოზიტიურ მოვლენებზე ფიქრით შეცვალოთ. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც კარგი, მთავარია, მისი დანახვა და აღქმა შეგეძლოთ. 5. მიიღეთ მხარდაჭერა იმ ადამიანისგან, რომელსაც თქვენი დახმარება შეუძლია - როცა ემოციების მოჭარბებას გრძნობთ და თვლით, რომ რაღაც საკითხზე ძალიან ბევრს დარდობთ, უმჯობესია, თუ ვინმეს დახმარებას სთხოვთ. ის აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არ განგსჯით და უბრალოდ რთული სიტუაციის დაძლევაში დაგეხმარებათ, შეძლებს რეალობა დაგანახვოთ ზუსტად ისეთად, როგორიც არის და თქვენი დარდისა და წუხილის მიზეზების არარსებობაში დაგარწმუნებთ.