ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ხალხის ძალა

პოლიტიკა 1714032491

"ხალხის ძალის" ლიდერები აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ

პოლიტიკური პარტია "ხალხის ძალის" ლიდერები აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ.პარტიის ლიდერებმა და წევრებმა შეხვედრის ფარგლებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს და ხაზი გაუსვეს "ხალხის ძალის" პოზიტიურ როლს ქვეყნის პოლიტიკურ გარემოში."ხალხის ძალის" ლიდერების განცხადებით, ახლა უკვე პარტიის ფორმატში, "ხალხის ძალა" კვლავ გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის.ლიდერებმა პარტიის წევრებთან, ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და აღნიშნეს, რომ "ხალხის ძალა" საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს.

ევროპის სახალხო პარტია

მსოფლიო 1714032489

„ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული

ევროპარლამენტართა ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხენიებს. რეზოლუციის პროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიმუშავა და რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ „ქართული კანონპროექტი რუსულის მიხედვით შეიქმნა და ასეთივე კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და აფხაზეთში მიიღეს“.რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით, „რამდენადაც კანოპროექტი შექმნილია ანალოგიური კანონის მიხედვით, რომელიც მიიღეს რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს. ანალოგიური კანოონმდებლობა ახლახან მიიღეს ყირგიზეთსა და აფხაზეთში“. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან მიმართებით ამ ტექსტში სიტყვა ოკუპაცია გამოყენებული არ არის  და ყირგიზეთთან ერთად მოიხენიება, როგორც „აფხაზეთი, სადაც მსგავსი კანონმდებლბა ამოქმედდა“.კენჭისყრაზე აღნიშნული ჩანაწერი და პროექტი არ გავა, ვინაიდან ამავე პროექტის ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატების სანქცირებას და საქართველოსთვის ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების შეჩერებას ითვალსწინებს, ევროპარლმენტმა შეთანხმება ვერ მოახერხა.ევროპელი დეპუტატები დღეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის შეთანხმების შედეგად შემუშავებულ კონსოლიდირებულ ვარიანტს უყრიან კენჭს, სადაც მსგავსი ჩანაწერები აღარ არის, თუმცა „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციის პროექტის ტექსტი, რომელიც  ქართველი დეპუტატების სანცირებას ითხოვს და აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოებს შორის მოიხსენიებს, ამ დრომდე განთავსებულია ევროპარლამენტის ვებგვერდზე, ოფიციალურ დოკუმენტებს შორის.

იტალიაში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ქართველი დააკავეს

მსოფლიო 1714032486

იტალიაში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ქართველი დააკავეს

იტალიაში, სან დორლიგო დელა ვალეში დააკავეს ქართველი, რომელიც მიგრანტები უკანონოდ გადაყვანაშია ეჭვმიტანილი.იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიცია აედევნა ეჭვმიტანილს, რა დროსაც ქართველმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, მიგრანტებმა გაქცევა შეძლეს და მათ პოლიცია ეძებს. 

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

საზოგადოება 1714032228

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. განათლების სარდალი ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მან სტუდენტებთან თავდაცვის ძალებში სამხედრო კარიერული განვითარებისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს. მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებსა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და აუდიტორიასთან „თავდაცვის კოდექსით“ გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრეს.თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი ქვეყნის მასშტაბით სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ხორციელდება. „ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

გიორგი ჩაკვეტაძე

პოლიტიკა 1714032113

ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) ,,აფხაზეთი'' ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენია ყირგიზეთთან ერთად - ვითხოვთ მკაცრ და დროულ რეაგირებას! - გიორგი ჩაკვეტაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.ჩაკვეტაძის განცხადებით, ამ ჩანაწერით, ევროპის სახალხო პარტიამ რუსეთის ათწლეულების სურვილი გაიმეორა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე საქართველო მკაცრ და დროულ რეაგირებას ითხოვს."ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) წარმოუდგენელი რამ ჩაწერა თავის რეზოლუციაში.  ,,აფხაზეთი'' ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენია ყირგიზეთთან ერთად. ჯერ რუსული დაუძახეს, რის მიღებასაც თავად აპირებენ. შემდეგ, სანქციებით დაიმუქრნენ პარლამენტარებმა კანონებზე არ იმსჯელოთო. ახლა კი, საერთოდ რუსეთის ათწლეულების სურვილს თვითონ იმეორებენ. ამ ფაქტზე ვითხოვთ მკაცრ და დროულ რეაგირებას! ველოდებით განმარტებებს!" - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.