მამამ საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი შვილი გადაარჩინა (ვიდეო)

12:37 08-16-2019
2480

ცნობისმოყვარე ჩინელი ბიჭუნას ყურადღება საკანალიზაციო ჭის გატეხილმა ლუქმა მიიქცია.

ბავშვმა ლუქზე ფეხი დადგა და ჩავარდა. მის გადასარჩენად მამამისი ჭაში დაუყოვნებლივ ჩაძვრა შვილი უვნებლად ამოიყვანა. 

ინციდენტი ქალაქ ცზუნიში 1 აგვისტოს მოხდა. შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ვიდეო სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა. 

ავტორი: მარიამ გიგანი