ამ ფოტოზე ცხოველის პოვნა საკმაოდ რთულია - ნახეთ სად არის ის

15:22 08-15-2019
1183

ვინ იფიქრებდა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად შესამჩნევი და ამასთან, საშიში ცხოველი ასეთი ამოუცნობი იქნებოდა. 

ველური ბუნების ფოტოგრაფმა საურაბ დესაიმ გამოაქვეყნა ჩრდილოეთ ინდოეთში, Spiti Valley-ში გადაღებული ფოტო. 

ერთი შეხედვით ფოტო ადგილობრივ ლანდშაპტს აღწერს, მაგრამ გამოსახულებას თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ეს იმაზე მეტად შთამბეჭდავი ფოტოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

თუ შეეცადეთ და პირველ ფოტოზე ვერ იპოვეთ ლეოპარდი, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ... თავად ადგილობრივ მცხოვრებლებსაც კი გაუჭირდათ ცხოველის ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს ყოველდღიური სანახაობაა.