მესტიის მერი დაკარგული ტურისტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

00:35 08-15-2019
3

კურორტ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი ქალბატონის შესახებ მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი ინფორმაციას არ ფლობს.

„არ მაქვს ინფორმაცია, დარეკეთ 112-ში“,-განუცხადა მან „პრაიმტაიმს“.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა კი დაკარგული ტურისტების ამბავი ჩვენი სააგენტოდან შეიტყო.

„ყველას ჩავაყენებ საქმის კურსში. მიკვირს რომ კაპიტონი ადგილზეა და არაფერი იცის დაკარგული ტურისტების შესახებ. მე თბილისში მივდივარ, გზაში ვარ და შევხმიანდეთ“,-ამბობს „პრაიმტაიმთან“ ნინო ვიბლიანი.

დაკარგული ტურისტების შესახებ ინფორმაცია 112-ში საღამოს შევიდა.

ავტორი: თეა შონია