ნიანგმა 10 წლის ბავშვი შეჭამა

23:11 08-14-2019

ნიანგმა ფილიპინებზე 10 წლის ბიჭი შეჭამა. ინციდენტი ბალაბაკის პროვინციაში მოხდა.

ბავშვი და-ძმასთან ერთად მაღაზიაში პატარა ნავით მიდიოდა, რა დროსაც ნავს გიგანტური რეპტილია დაესხა თავს. ნიანგმა ბავშვი წყალში ჩაითრია და გაიტაცა. მისი სხეულის ფრაგმენტები სამართალდამცველებმა მდინარის ნაპირზე დღეს დილით იპოვეს.