სტიქიის შედეგად დაბინძურებული გრიგოლეთის პლიაჟი დასუფთავდა

21:39 08-14-2019
5

რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმების შედეგად, გრიგოლეთის სანაპირო იმდენად დანაგვიანდა, რომ დამსვენებლები კურორტის დატოვებას არ გამორიცხავდნენ.

მათ სოციალურ ქსელში შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნეს. ძირითადად, უკმაყოფილებას უცხოელი დამსვენებლები გამოხატავდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, გრიგოლეთში იმყოფებოდა. მან მუნიციპალური პლაჟის დასუფთავების სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

„პლიაჟი ყოველდღიურად სუფთავდება სპეცტექნიკის გამოყენებით. მთელი დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.ა(ა)იპ კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრის თანამშრომლები, დასუფთავებას კვლავ აქტიურად გააგრძელებენ“,-განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, გრიგოლეთში ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

ავტორი: თეა შონია