უნიკალური შემთხვევა - საქართველოში ჭიპლარის სისხლის საშუალებით განუკურნებელი დაავადება დამარცხდა

20:48 08-14-2019
895

ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არსებულ ჭიპლარის სისხლის ბანკში შენახული ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, აუტიზმის სპექტრის მქონე რამდენიმე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. 

საზოგადოებამდე ამ საჭირო ახალი ამბის მოსატანად, „პრაიმტაიმი“ ჭიპლარის სისხლის ბანკის ისტორიას, მკურნალობის აპრობირებულ მეთოდებს, განკურნებად დაავადებებს და სამომავლო გეგმებს გაგაცნობთ. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. ვცდილობთ, დაინტერესებულ ადამიანებამდე სწორი ინფორმაცია მივიტანოთ.

width=600

ჯეოქორდი“ ჭიპლარის სისხლის კერძო ბანკია, რომელსაც 2001 წელს პირველმა კლიენტმა ახალშობილის ჭიპლარის სისხლის შესანახად მიმართა. მას შემდეგ 18 წელი გავიდა, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული გახდა. ახლა, სპეციალური ბანკი ათასობით ჩვილის ჭიპლარის სისხლს ინახავს. 

ჯეოქორდის“ დირექტორის თქმით, ჩვენს ქვეყანაში ჯერ არა, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ღეროვან უჯრედებს ისეთი მძიმე და განუკურნებელი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ, როგორიც ცერებრალური დამბლაა.

გოჩა შათირიშვილი ამბობს, რომ ჭიპლარის სისხლი მომავლის სამკურნალო გზააო. მაშინ, როცა მსოფლიოში პირველი ბანკი შეიქმნა, არავინ საუბრობდა, რომ აუტიზმისა და ცერებრალური დამბლის სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედები ერთადერთი თერაპიული გზა აღმოჩნდებოდა, თუმცა დრომ, კვლევამ და შედეგებმა ახალი იმედები გააჩინეს...

width=600

ამ დამაიმედებელი და სამომავლო სამკურნალო გზებზე სასაუბროდ „პრაიმტაიმი“ ჭიპლარის სისხლის ბანკის „ჯეოქორდის“ სამედიცინო დირექტორს, გოჩა შათირიშვილს დაუკავშირდა.  

„ჩვენი ბანკის სამ კლიენტზე უკვე საკუთარი ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებია გამოყენებული. სამივე მათგანს აუტიზმის დიაგნოზი აქვს. რამდენჯერმე  მკურნალობის კურსი ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებით გაიმეორეს და უკვე საკმაოდ დამაიმედებელი მდგომარეობაა სამივე შემთხვევაში.

გარდა აუტიზმისა, ამ გზით ცერებრალური დამბლის მკურნალობა დაიწყეს. მართალია, ჩვენ ჯერ არ გვიმკურნალია ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის, თუმცა მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძალიან კარგ შედეგებამდე მიდიან. ჩვენც მალე დავიწყებთ ამ მიმართულებით მკურნალობას.

საქართველოში მაგალითად ლეიკემიის დროს არ ჩატარებულა ჭიპლარის სისხლით მკურნალობა, თუმცა მსოფლიოში ფართო გამოყენება აქვს. ამის ერთი მიზეზი ისაა, რომ გაცილებით იშვიათია ლეიკემიით დაავადებულთა რიცხვი, ვიდრე აუტიზმით, რომელიც ყოველ 58 ბავშვში ერთს აქვს. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ საბედნიეროდ, ჩვენს კლიენტებში მსგავსი დაავადება ჯერ არ აღნიშნულა.

ჭიპლარის სისხლის ბანკში 2001 წლის 1 ივლისს პირველი ბავშვის ჭიპლარის სისხლი შევინახეთ. უკვე 18 წლის ისტორია გვაქვს.

width=600

როგორ ხდება ჭიპლარის სისხლის შენახვა და რატომ უნდა შეინახოთ?

მშობიარობიდან 15 წუთში სანამ პლაცენტა მოცილდება ჭიპლარის სისხლის შეგროვება მეანის ან ბებიაქალის მიერ ხდება. საჭიროა 20-დან 200 მილი ლიტრამდე სპეციალურ სტერილურ ე.წ. სისხლის ჩანთებში სისხლის შეგროვება.

ამის შემდეგ 24 საათში მოგვეწოდება ბანკში. ჩვენთან პირველ ეტაპზე დამუშავება, შემდეგ - გაყინვა ხდება. მესამე ეტაპი თხევადი აზოტის რეზერვუარებში ხანგრძლივი დროით ინახება, შემდგომ სტერილობაზე ვიკვლევთ როგორც საქართველოში, ისე - გერმანიაში. ამის მომდევნო ნაბიჯი, ღეროვანი უჯრედების პროცენტულობის განსაზღვრაა. ბოლოს კლიენტს სპეციალურ პასპორტებს გადავცემთ.

ჭიპლარის სისხლი სამკურნალოდ ისეთი დაავადებების დროს გამოიყენება, რომლებიც ალტერნატიული მკურნალობით არ იკურნება.

ყოველ წელს ჭიპლარის სისხლს ახალ-ახალი გამოყენება აქვს. 20 წლის წინ, როცა პირველი ბანკი შეიქმნა, არავინ იცოდა, რომ აუტიზმისა და ცერებრალური დამბლის მკურნალობისთვის გამოდგებოდა ამის გარდა, სხვა უამრავი დაავადების სამართავად გამოიყენება.

ჩვენს ბანკში ჭიპლარის სისხლის შენახვის წლიური ღირებულება 780 ევროს ექვივალენტია ლარში.  ასევე, გვაქვს შიდა განვადება, ყოველ თვე 65 ევროს ოდენობის გადახდაა შესაძლებელი. ყოველ მომდევნო წელს  შენახვის საფასური ერთჯერადად 100 ევროს ექვივალენტით ლარშია გადასახადი. ეს ერთგვარი ჯანმრთელობის დაზღვევის ტოლფასია“ - ამბობს გოჩა შათირიშვილი.

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური