ექიმის შეცდომის გამო, პაციენტი კომპენსაციის სახით $56 მილიონს მიიღებს

17:54 08-14-2019

ნიუ-იორკის მცხოვრები პატრიცია ჯოუნსი ექიმის შეცდომისგან გამოწვეული პარალიზების გამო კომპენსაციის სახით $56 მილიონს მიიღებს. 

2009 წელს პაციენტმა მკლავების და ფეხების დამძიმება იგრძნო, ამასთან, აწუხებდა ზურგის ძლიერი ტკივილი. ნევროლოგმა მას ლამინექტომიის გაკეთება შესთავაზა.

ოპერაციის დროს კი პაციენტს ზურგის ტვინი დაუზიანდა. ოპერაციიდან ერთი დღის შემდეგ, პატრიცია ჯოუნსის არტერიული წნევა მკვეთრად დაეცა. ის პარალიზებული იყო. ტომოგრაფიამ ხერხემალზე ჰემატომა გამოავლინა.

ეს ინფორმაცია კი მას ექიმებმა დაუმალეს. 2009 წლის შემდეგ პაციენტი ინვალიდის ეტლით გადაადგილდება.

თავად კლინიკის პრესსპიკერმა განმარტა, რომ შემთხვევა წინა მფლობელის დროს მოხდა.