მიხეილ კალანდიას საქმე - ვინ იყვნენ და რაზე ისაუბრეს მოწმეებმა სასამართლოს სხდომაზე

17:24 08-14-2019
3

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექიმები რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ დანაშაულის ადგილზე და მათ გაუწიეს გარდაცვლილ პირს პირველადი სამედიცინო დახმარება და სწორედ ამ ფაქტებზე ისაუბრეს.

მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა.

როგორც მან „პრაიმტაიმს“ განუცხადა, მოწმეებმა დაადასტურეს გარკვეული გარემოებები რაც პირდაპირ კავშირშია მოცემულ სისხლის სამართლებრივ საქმესთან და ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან.

„მოცემულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე წარმოდგენილი არის ბრალდების მხარის მიერ 150 მოწმე. მათ შორის არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ ფაქტობრივ გარემოებებს რომელიც პირდაპირ კავშირში არის ბრალდებული მ.კ- ს მიმართ, მათ შორის ის არასრულწლოვნები რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე.

რაც შეეხება ამოცნობის ნაწილს ეს მოწმები გახლდათ სასწრაფო დახმარების ექიმები რომლებმაც პირველადი დახმარება გაუწიეს აწ უკვე გარდაცვლილ დაზარალებულს შესაბამისად ამოცნობის მიმართულებით არ მომხდარა მათი დაკითხვა რადგან არ იყო რელევანტური.

ბრალდების სახის მიერ წარმოდგენილი იქნება არაერთი ვიდეო ჩანაწერი, წარმოდგენილი იქნება ათეულობით წერილობითი მტკიცებულება ასევე წარმოდეგნილი იქნება ნივთიერი მტკიცებულება და შესაბამისად სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ერთადერთი სამართლიანი კანონიერი და დასაბითებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა პროკურორმა.