ცნობილია სად გადაიღებენ საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის 10 წუთიან სცენას

17:01 08-14-2019
29

ფორსაჟი 9“-ის 10 წუთიან მონაკვეთს თბილისში გადაიღებენ. გადაღებები თბილისისა და რუსთავის ქუჩებში ქუჩებში 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფილმში თბილისი მასიურ სარბოლო სცენის ადგილად იქნება წარმოდგენილი, რისთვისაც თბილისისა და რუსთავის ქვემოთ ჩამოთვლილი ქუჩები პერიოდულად გადაიკეტება:

18 აგვისტო - 27 აგვისტო: ვაჟა-ფშაველას გამზირი. 

26 აგვისტო - 3 სექტემბერი: რუსთაველის გამზირი. 

2-7 სექტემბერი - რუსთავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. 

6-7 სექტემბერი - თავისუფლების მოედანი და პუშკინის ქუჩა. 

8-16 სექტემბერი - ბესარიონ ჟღენტის და ავთო ვარაზის ქუჩები, ნუცუბიძის მე-4 პლატო.

16 სექტემბერი - უნივერსიტეტის ქუჩა.