31 წლის მამაკაცის ცხედარი საფლავიდან უნიფორმის გამო ამოთხარეს

15:46 08-14-2019

კენიის დასავლეთ ნაწილში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 31 წლის მამაკაცის ცხედრის ეგსგუმაციის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ახალგაზრდა კაცის ცხედარი იმის გამო ამოთხარეს, რომ მისთვის სამსახურეობრივი უნიფორმა გაეხადათ.

მარტინ შიკუკუ ალუკოე წყალში დაიხრჩო. მისი ცხედარი კაკემაგას ოლქის ახალგაზრდული სამსახურის უნიფორმით შემოსეს და ისე დაკრძალეს.

ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეგსგუმაცია ჩაატარა და ცხედარს უნიფორმა გახადა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები განამრტავენ, ასეთი პროცედურის ჩასატარებლად სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ოჯახი მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში და საფლავის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ადგილობრივი თემის უხუცესებმა, ეგსგუმირებულ ცხედარსა და მის ოჯახს განწმენდის რიტუალი ჩაუტარეს, შემდეგ კი გარდაცვლილს ახალი სამოსი ჩააცვეს და ხელახლა დაკრძალეს.

ავტორი: მარიამ გიგანი