11 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდება

14:51 08-14-2019

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ 2019 წლის პროგრამის ფარგლებში, 11 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები, დღეს იუსტიციის სახლში დაურეგისტრირდა.

მიმდინარე წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 72-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა. პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია ჯამში 117 სახლის ან ბინის შეძენა.

პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, დღემდე საცხოვრებელი შეიძნა 375-მა ოჯახმა.

 

ავტორი: ლაშა ველიაძე