ნაბახტევის და წრომის წმიდა გიორგის ეკლესიები არასწორი რესტავრაციის გამო დაზიანდა - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

10:48 08-14-2019

დეკანოზი ილია ჭიღლაძე რამდენიმე დაზიანებული ტაძრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 

მისი შეფასებით, ნაბახტევის და წრომის წმიდა გიორგის ეკლესიები არასწორი რესტავრაციით დაზიანდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ყინწვისის ტაძარში ფილები დააგეს. ამ კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ეკლესიის იერსახე თვითნებურად იცვლება.

ასევე შეგახსენებთ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძარში მსახური სასულიერო პირების მიერ შესრულებულ სარემონტო სამუშაოებს თვითნებობა, ზოგადეროვნული ფასეულობების ხელყოფა და უკანონობა უწოდა, რადგან უწყების განმარტებით, მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან სრულად შეუსაბამოა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ყინწვისში მსახურმა სასულიერო პირებმა ადგილზე არ შეუშვეს.

მიმდინარე სამუშაოები არც საპატრიარქოს სპეციალური საბჭოს შეფასების შემდეგ  შეწყვეტილა.