აფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა

07:52 08-14-2019
20

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 27 წელი გავიდა.

საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.ომის ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები.

27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.

ომის შედეგად, დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი. ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, დაიღუპა 10 ათასამდე ადამიანი.