ნათია დეკანაძეს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, შვილი გაუჩნდა

07:15 08-14-2019

ნათია დეკანაძე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, დედა გახდა. პატარა ანდრია იტალიაში დაიბადა - ინფრომაციას ამის შესახებ ბერი ანდრიას ფონდი ავრცელებს. მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი 9 წლის ასაკში დაუსვეს. 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ ის განიკურნა, თუმცა წლების შემდეგ მას სხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა. ფონდი დედა-შვილის ჯანმრთელობისთვის ერთად იბრძოდა. ამჟამად ფონდი ნათიას გადასარჩენად ბრძოლას აგრძელებს.

„იტალიაში დაიბადა პატარა ანდრია ფუტკარაძე

თქვენი თანადგომით, პირველი ეტაპი ორი სიცოცხლის გადასარჩენად წარმატებით დასრულდა.

ნათიას ჯანმრთელი ბიჭი შეეძინა. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს

ჩვენ, თქვენთან ერთად, ვაგრძელებთ ბრძოლას ნათიას გადასარჩენად“ - წერია ფონდის განცხადებაში