ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გოგა მანია

საზოგადოება 1713458706

გოგა მანიას წინასწარმეტყველება ახდა - ნახეთ, რა ვიდეო გამოაქვეყნა მან

ეზოთერიკოსი გოგა მანია, სწორედ დღეს მომხდარ სვანეთის მეწყერზე 7 აპრილს საუბრობდა. მან ვიდეოში თქვა, რომ მოხდებოდა მთაში მეწყერი  და ასევე  რომ მნიშვნელოვან პიროვნებას თავს დაესხმებოდნენ. რაც დღეების წინ სწორედ პარლამენტში ვიხილეთ. ნახეთ, დეტალურად ვიდეო: @gogamania_ ნგრევას მოჰყვება შენება ✅🙌 #გოგამანია #gogamania #გლობალ🌍 #რჩევები #რეკომენდაციები #ეზოთერიკა🔮 ##წინასწარმეტყველი #წინასწარმეტყველება #ტაროლოგია #ტაროლოგი #გოგამანია #gogamania #fypシ゚viral #fotyoupage #ემიგრანტი🇬🇪🇮🇹italia #ემიგრანტი #გლობალზე ♬ suono originale - Goga mania

გერმანია

მსოფლიო 1713458633

გერმანიაში დააკავეს ორი ადგილობრივი, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, დივერსიების მომზადება და უკრაინისადმი სამხედრო დახმარების მიწოდების ჩაშლის მცდელობა ედებათ ბრალად

გერმანიის ქალაქ ბაიროიტში პოლიციამ დააკავა ორი ადგილობრივი, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და დივერსიების მომზადება ედებათ ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას Der Spiegel-ი და ბავარიის რეგიონის გენპროკურატურა ავრცელებს.დაკავებულები არიან 39 წლის დიტერ ს. და 37 წლის ალექსანდერ ი. ორივე დაკავებულს გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. გამოძიების ცნობით, ორივე დაკავებული უცხო ქვეყნის დაზვერვასთან თანამშრომლობდა, ამასთანავე, დიტერ ს.-ს ბრალად ედება აფეთქებების ორგანიზება, სადაზვერვო აგენტურული საქმიანობა და სამხედრო ობიექტების ფოტო-ვიდეო გადაღება.Der Spiegel-ის ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილი სწორედ დიტერ ს.-ია, ხოლო საქმის მეორე ფიგურანტი მას 2024 წლის მარტიდან ეხმარებოდა.გამოძიების მტკიცებით, დიტერ ს.-ს კონტაქტი ჰქონდა რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებულ ადამიანთან და 2023 წლის ოქტომბრიდან გადასცემდა მას ინფორმაციას გერმანიაში შესაძლო დივერსიული აქციების შესახებ. კერძოდ, გამოძიების მტკიცებით, დიტერ ს.-მ განუცხადა თანამოსაუბრეს, რომ მზად არის ცეცხლი წაუკიდოს და ააფეთქოს სამხედრო ობიექტები და სამრეწველო საწარმოები.გარდა ამისა, გამოძიება მიიჩნევს, რომ 2014-2016 წლებში დიტერ ს. უკრაინაში, დონბასელი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, რაც გერმანული კანონმდებლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ნიშნავს.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1713458072

გია აბაშიძე რადიკალური ექვსეულის წერილზე: ვერ ხვდებიან ეს ლუზერი არარაობა რევანშისტები, რომ „ნაცმედიისა“ და „ნაცსექტის“ ადეპტების გარდა, მათი კონგენიალური სისულელეები ფართო საზოგადოებას არ აინტერესებს

 "ნაცმოძრაობის" გარდა, არცერთი ამ პოლიტიკური ჯამბაზის პარტიად წოდებულ კანტორას არ ძალუძს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ამათი წინააღმდეგობა - კოორდინაცია ისეთივე რეალობაა, როგორც მანამდე მათ მიერ შექმნილი "ჩრდილოვანი კაბინეტი", "ტექნიკური მთავრობა" და ქვიშაში თამაშის სხვა მსგავსი პროექტები, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე რადიკალური ექვსეულის („ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“,, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) წერილს, სადაც ნათქვამია, რომ აცხადებენ სრულ კოორდინაციას და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის.ანალიტიკოსის თქმით, ეს პარტიები ვერ ხვდებიან, რომ „ნაცმედიისა“ და „ნაცსექტის“ ადეპტების გარდა, მათი კონგენიალური სისულელეები ფართო საზოგადოებას არ აინტერესებს. „"ნაცმოძრაობის" გარდა, არცერთი ამ პოლიტიკური ჯამბაზის პარტიად წოდებულ კანტორას არ ძალუძს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ამათი წინააღმდეგობა - კოორდინაცია ისეთივე რეალობაა, როგორც მანამდე მათ მიერ შექმნილი "ჩრდილოვანი კაბინეტი", "ტექნიკური მთავრობა" და ქვიშაში თამაშის სხვა მსგავსი პროექტები. ვერ ხვდებიან ეს ლუზერი არარაობა რევანშისტები, რომ ნაცმედიისა და ნაცსექტის ადეპტების გარდა, მათი კონგენიალური სისულელეები ფართო საზოგადოებას არ აინტერესებს“, - წერს აბაშიძე.

სუხიშვილები

ტაბლოიდი 1713455978

ილიკო სუხიშვილის ულამაზესი ქალიშვილები, დარია და ლიზი - დაათვალიერეთ ფოტოები

ილიკო სუხიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა. იგი ჩაკეტილი ცხოვრების წესით ცხოვრობს და მის პირადზე ბევრი არაფერია ცნობილი.ილიკოს ორი შვილი ჰყავს დარია და ლიზი. დარია ხელოვნებით არის გატაცებული და „ინსტაგრამზე“ ხშირად ათავსებს თავისი ნამუშევრის ფოტოებს. ნახეთ, ულამაზესი დარიას და ლიზის ფოტო ⇓

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1713455606

დასახელდა ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი ნიშნები

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც წარმოუდგენელი ინტელექტი აქვთ. მათ შეუძლიათ მარტივად იპოვონ გამოსავალი ნებისმიერი პრობლემისგან, თუნდაც ყველაზე რთული იყოს ის. სასწორებისასწორი ზოდიაქოს იმპულსური ნიშანია და ძალიან ემოციურია, ამიტომ ხშირად სჩადიან იმპულსურ ქმედებებს. ამავე დროს, მათ აქვთ უნიკალური თვისება - ისინი ყოველთვის იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს, თუმცა სწრაფად. ბევრს უკვირს სასწორის ეს ხარისხი, მაგრამ ეს მათ საშუალებას მისცემს მიაღწიონ წარმატებას ყველა საკითხში, განსაკუთრებით კარიერაშიქალწულიზედმიწევნითი ქალწულებს ყოველთვის ყველაფერი სრულყოფილებამდე მიჰყავთ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. ამის მისაღწევად, ისინი მზად არიან გაწირონ დრო, ენერგია და რესურსები. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ისინი წარმატებას მიაღწევენ უმაღლეს დონეზე, რადგან მათ, სხვა საკითხებთან ერთად, აქვთ მაღალი ინტელექტი. ბავშვობიდან კითხვის მოყვარულნი არიან, რაც მათ ჰორიზონტსაც უვითარებს.თხის რქაკიდევ ერთი ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანი არის თხის რქა. ეს ადამიანები ბავშვობიდანვე ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაციის შესწავლას სრულიად განსხვავებული სფეროებიდან. ეს საშუალებას აძლევს მათ აღიარონ ბევრი რამ. მათ შეუძლიათ მარტივად გააგრძელონ ნებისმიერი საუბარი. ეს მათ მუშაობაშიც ეხმარება, რადგან მათი ინტელექტის წყალობით, ისინი აღწევენ შესანიშნავ შედეგებს.