ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1714062589

6 ყველაზე ტოქსიკური წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს ნიშნები ზედმეტად განსხვავებულები არიან იმისთვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ერთად იცხოვრონ. არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია.თუ თქვენ ჰარმონიული ურთიერთობა გაქვთ ქვემოთ განხილულ ერთ-ერთ წყვილთან, მაშინ თქვენ წითელ წიგნში უნდა მოხვდეთ.ვერძი და კუროროდესაც ვერძი და კურო ერთმანეთს წყვილში ხვდებიან, ნაპერწკალი ხშირად იფეთქებს. მაგრამ არც ერთს და არც მეორეს არ შეუძლია გააკონტროლოს სიყვარულის მზარდი ალი ამ კავშირში. ის აუცილებლად გადაიქცევა ცეცხლად, რომელიც დატოვებს აუხდენელი ოცნებებისა და დანგრეული იმედების ფერფლს. ფაქტია, რომ მარსის მმართველი ვერძი ჩქარი და სპონტანური ცხოვრებით ცხოვრობს.კუროს უჭირს ცვლილებების შეტანა, მაგრამ სიჯიუტის მხრივ ვერძს არაფრით ჩამოუვარდება. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ასეთ კავშირში ჩხუბი ყოველდღიური რუტინაა. ორივე ნიშანი შეეცდება გადააკეთოს მეორე, მაგრამ ამაოდ.ვერძსაც და კუროსაც ძალიან უჭირთ იმის აღიარება, რომ ცდებიან და კომპრომისზე წავიდნენ. ერთი სიტყვით, როცა ვერძი და კურო წყვილშია, სიტუაცია მუდმივად ჩიხშია.მორიელი და ლომიზოდიაქოს ამ ნიშნებს საკმაოდ სწრაფად უყვარდებათ ერთმანეთი. ორივე ვნებიანია, ცხოვრობს ემოციებით. თუმცა, მორიელსა და ლომს შორის პირველი პაემანი დიდი ალბათობით ძალადობრივი სექსით დასრულდება, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ დიდხანს ერთად ცხოვრებას. მორიელის და ლომის ჩხუბი წარმოიქმნება ფაქტობრივად არსაიდან (ის შეიძლება გამოწვეული იყოს გაურეცხავი ჭურჭლით ან საეჭვო მესიჯით).ყოველივე ამის შემდეგ, მნიშვნელოვანია ორივე პარტნიორმა დაამტკიცოს, რომ მართალია. ამაყი ლომი უარს ამბობს მორიელისთვის დათმობაზე, მორიელიც ასევე არ მიდის კომპრომისზე, მაგრამ იტანჯება და საკუთარ თავში იკლავს დარდს. სჯობს მათი ერთმანეთისგან დაშორება, ვიდრე ნელა, მაგრამ აუცილებლად საბოლოო განადგურება.თევზები და ტყუპებითევზებსა და ტყუპებს შეიძლება ერთი ნახვით სიყვარულიც ეწვიოთ, მაგრამ ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ თითოეული მათგანი იზიდავს ზუსტად მეორის განსხვავებულობას. ტყუპები მხიარულები და დამოუკიდებლები, თევზები კი ემოციურები არიან. ეს განსხვავებები თავდაპირველად გაამდიდრებს ვნებას (ისინი ძალიან დაინტერესებულნი არიან ერთმანეთის შესწავლით!), მაგრამ შემდეგ ისინი გადაულახავ დაბრკოლებას გადააწყდებიან მათი საერთო ბედნიერებისთვის. თევზები ცდილობენ შერწყმას თავიანთ სულთან, ტყუპებს ეს აღიზიანებს.უანგარო თევზები მსხვერპლს სწირავენ, ცდილობენ საყვარელ ადამიანთან მიჩვევას, დაახლოებას; ტყუპები სარგებლობენ ამით და თრგუნავენ პარტნიორს. ასე რომ, თევზებო, თუ ტყუპებს შეხვდებით, გაიქეცით! ეს ის ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც საბოლოოდ გულს გაგიტეხთ და სიყვარულის რწმენას მოგიკლავთ.კირჩხიბი და მერწყულიკირჩხიბი და მერწყული იმდენად განსხვავდებიან, რომ მათი დაწყვილება, პრინციპში, ძალზე იშვიათია. ფაქტია, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნებს სრულიად აკლიათ ემოციური კავშირი. როგორც ჩანს, ისინი სხვადასხვა პლანეტებიდან არიან.კირჩხიბი აფასებს ტრადიციებს და ოჯახს; მერწყული ვერ იტანს შეზღუდვებს, მას აქვს დაუოკებელი სურვილი მუდმივად გააფართოოს საკუთარი და მის გარშემო მყოფი ადამიანების საზღვრები.გაცნობის პირველივე დღიდან ატკენენ ერთმანეთს გულს. ასე რომ, თუ რაიმე სასწაულით კირჩხიბსა და მერწყულს შორის ურთიერთობა წარმოიქმნება, ეს ორივეს ტანჯვას მოუტანს. ამ ნაწიბურების შეხორცებას დიდი დრო დასჭირდება. განსაკუთრებით მტკივნეული იქნება ეს კავშირი ემოციური კირჩხიბისთვის.სასწორი და თხის რქაამ ურთიერთობაში თავბრუდამხვევი ვნება ნაკლებად სავარაუდოა. უფრო მეტიც, თხის რქისთვის სასწორი ნამდვილ პრობლემად იქცევა, რომელიც ანგრევს მის ყველა გეგმას. თუ თხის რქას მაინც შეუყვარდება ასეთი პარტნიორი, შეეცდება მის გაგებას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლოს. სასწორები ბუნებით გაურკვევლები არიან, მათ შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში ეჭვი შეიტანონ საკუთარ არჩევანში და როდესაც ემოციური კავშირი ჩნდება, ეს ეჭვები თხის რქაზეც ვრცელდება. ამ უკანასკნელს საშინლად აღიზიანებს ეს.თუმცა, სასწორიც არ იქნება მხიარული და ადვილი ასეთ კავშირში. მათ თვალში თხის რქა თითქმის უემოციო არსებას ჰგავს, რომელსაც არ ესმის, რომ სიყვარული ხელოვნების ნიმუშია. მაგრამ სასწორი უფრო მორჩილია. ისინი შესაძლოა დაეთანხმონ თხის რქის თამაშის წესებს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ბუნებრივად დასრულდება - სასწორის ტანჯვა და გატეხილი გული. ეს წყვილი ტოქსიკური ურთიერთობების ნათელი ილუსტრაციაა.ქალწული და მშვილდოსანიქალწული და მშვილდოსანი გარკვეულწილად ჰგვანან კიდეც ერთმანეთს. ორივე ამბიციური და მიზანმიმართულია, მაგრამ მშვილდოსნისთვის მისი მიზნისკენ მიმავალი გზა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნამდვილი თავგადასავალია!ქალწული პერფექციონისტია, რომელსაც მხოლოდ შედეგი აინტერესებს. როგორც ჩანს, მცირე განსხვავებაა, მაგრამ ზუსტად ეს განსაზღვრავს ასეთი წყვილის წარუმატებლობას.სინი საერთო ენას ვერ პოულობენ ვერაფერში, თუნდაც სექსში. ქალწულს სურს სტაბილურობა და ოჯახური ბედნიერება, მშვილდოსანს სურს განიცადოს ყველაფერი, რაც მისი კომფორტის ზონის მიღმაა (სახლის ჩათვლით). ასეთი პარტნიორის გვერდით ქალწული თავს დაცულად არ გრძნობს და თავშეკავებული ხდება. ეს კი მეტისმეტად აღიზიანებს მშვილდოსანს და საბოლოოდ მათი ურთიერთობა კრახით სრულდება.

ჰაუს

ტაბლოიდი 1714062368

„ჩაჭერილი აქვს ჩემზე...“ - სალომე უშხვანის და ანი ყიფშიძის დაპირისპირება პიკს აღწევს

„პრაიმ ჰაუსში“ დაძაბულობაა, მონაწილეები ერთმანეთს ტონს უწუნებენ. ანი ყიფშიძის და სალომე უშხვანის  დაპირისპირება გრძელდება. „რაც უფრო გავშავდები ამ კვირას, მით უფრო ნაკლებ ხმას მივიღებ...“, - ამბობს სალომე უშხვანი. 

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1714062115

ყველაზე რთული ხასიათის მქონე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანის ხასიათზე დაბადების თარიღი და მისი ზოდიაქოს ნიშანი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ბევრ ჩვენგანს დადებითი თვისებების პარალელურად, უარყოფითი მხარეებიც აქვს. ეს ეხება ქალებსაც და მამაკაცებსაც. დღეს ვისაუბრებთ ყველაზე რთული ხასიათის მქონე მამაკაცებზე, რომლებთან ურთიერთობაც ქალებს განსაკუთრებით უჭირთ, არ აქვთ სტაბილურობის განცდა და პასუხისმგებლობების გადანაწილებასაც ვერ ახერხებენ:ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)ვერძი მამაკაცები ძალიან საინტერესო მოსაუბრე და ვნებიანი პარტნიორები არიან და ისინი ამ კუთხით საოცარ თავგადასავალს მოგიწყობენ. მაგრამ, ამავდროულად, წარმოუდგენლად რთული ადამიანები არიან. მათ ურთიერთობებში დათმობებზე წასვლა არ შეუძლიათ და "რქებით" გააქვთ ის, რაც უნდათ, რომ გააკეთონ. პლანეტა მარსი ვერძს აგრესიასა და სიჯიუტეს ანიჭებს. ეს თვისებები ბიზნესში, საქმიან ურთიერთობებში მიზნების მისაღწევად, რა თქმა უნდა, გამოადგებათ, მაგრამ პირად ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს... ძალიან ხშირად, ვერძ მამაკაცებს განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლიათ, საკმაოდ ხისტი ადამიანები არიან და ქალებს, როგორც წესი, მათ გვერდით ყოფნა ურთულდებათ. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გრძნობების გამოხატვა განსაკუთრებით უჭირთ. ამიტომაც, თუკი მათგან რომანტიკულ სიტყვებს, ლექსებსა და სიმღერებს ელით, დიდი ალბათობით, იმედი გაგიცრუვდებათ. ასევე, მათ ბრაზის კონტროლი ძალიან უჭირთ. გაბრაზებულ ვერძს შეუძლია ყველაზე საყვარელ ადამიანსაც კი ძალიან უხეში და უტაქტო ფორმით მიმართოს.კურო (21 აპრილი - 20 მაისი)კუროს ნიშნით დაბადებული მამაკაცები, ერთი შეხედვით, მგრძნობიარე, მორიდებული ადამიანები არიან. თუმცა, ისინი მესაკუთრე და ეჭვიანი ბუნებით ხასიათდებიან. შეიძლება, კოლეგებზე, მეგობრებზეც კი იეჭვიანონ.  მიიჩნევენ, რომ საყვარელი ადამიანი მხოლოდ მათ ეკუთვნით და თუ ვინმე ამ მოცემულობას დაარღვევს, კურო კარს აღებს და მას ცხოვრებიდან სამუდამოდ უშვებს. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საკუთარი შეცდომების აღიარება ძალიან უჭირთ. მაშინ, როდესაც მათთან კამათს დაიწყებთ, ისინი ამას მათი ავტორიტეტის დაკნინების მცდელობად აღიქვამენ და უხეშად მოგმართავენ. ხოლო, თუ გადაწყვეტთ, რომ თავდაჯერებულობა შეურყიოთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეატანინოთ, მაშინ დიდ დაპირისპირებას ვერ აცდებით.. ვრცლად

თოლიები

მსოფლიო 1714061854

თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 9 წლის ბრიტანელი გახდა

9 წლის ბრიტანელმა ბიჭმა კუპერ უოლესმა დერბიშირიდან თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, ჩემპიონატი ტრადიციულად ბელგიაში ჩატარდა. უოლესი იუნიორთა კატეგორიაში ასპარეზობდა. კუპერი ამ ჩიტებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთხელ, პლაჟზე სეირნობისას მას თოლიამ უკბინა. მაშინ ბიჭმა გადაწყვიტა, რომ „ადამიანი-თოლია“ გახდებოდა, ისევე როგორ ცნობილი გმირი პიტერ პარკერი გახდა ადამიანი-ობობა, მას შემდეგ რაც მას ამ მწერმა უკბინა.კუპერმა შესაძლო 100 ქულიდან 92 მიიღო. ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ ბიჭმა თოლიების კივილის რამდენიმე ვარიაცია უბადლოდ შეასრულა. ისევე როგორც ჩემპიონატის მონაწილეთა უმეტესობა, კუპერი ტურნირზე თოლიის კოსტიუმში გამოწყობილი მონაწილეობდა.თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის პირველი ჩემპიონატი 5 წლის წინ ჩატარდა. ღონისძიების მიზანია ადამიანებში თოლიების აღქმის გაუმჯობესება.

სები

საზოგადოება 1714061713

საქართველოს ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.„გვსურს გამოვეხმაუროთ ეროვნული ბანკისა და ფინანსური სისტემის მიმართ თითქოსდა ფულის გათეთრებასა და სანქციების რეჟიმისთვის თავის შესაძლო არიდების გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს, რომელიც "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანას უკავშირდება.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და ეროვნული ბანკის მითითებების შესაბამისად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ქართულ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ანგარიშგების, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. საფინანსო სისტემაში მოქმედებს შიდა სისტემები და კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სანქციებისთვის თავის არიდების რისკებს. სწორედ ამიტომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, დღემდე არ დაფიქსირებულა  სანქცირებული პირის მიერ ტრანზაქციის შესრულების არცერთი შემთხვევა.აღსანიშნავია, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასების საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) დაამტკიცა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში. მასში ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესი და პრაქტიკა შეფასებულია, როგორც ეფექტური შედეგების მქონე.საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობით გათვალისწინებული მანდატის ფარგლებში, როგორც ფულის გათეთრების აღმკვეთ კანონმდებლობასთან, ასევე სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის კუთხით, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირებისას, მუდმივად სწავლობს  სხვადასხვა იურისდიქციასთან დაკავშირებულ საბანკო ტრანზაქციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულია SWIFT-შეტყობინებების (ჩარიცხვა/გადარიცხვების) სკრინინგის მექანიზმების და იმპორტ-ექსპორტსა და რეექსპორტთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესწავლის გაიდლაინები, რომელთა შესაბამისადაც ოპერირებენ კომერციული ბანკები. ამასთან, საერთაშორისო გადარიცხვები ევროპისა და ამერიკის უმსხვილესი საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით ხორციელდება, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები სტანდარტების სრული დაცვით, გამჭვირვალედ და არსებული რეგულაციების შესაბამისად ოპერირებენ.თავის მხრივ, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მიზნით, სათანადოდ ხდება კლიენტების და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება.საქართველოს ეროვნული ბანკი ისევე, როგორც მთლიანად საბანკო სექტორი მომავალშიც პროაქტიულად განაგრძობს ყველა საჭირო ზომის დაცვას,  რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებისთვის აუცილებელი პირობაა.აქვე მოვუწოდებთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ზემოხსენებული შინაარსის სპეკულაციებისგან, რომელიც ზიანს აყენებს  ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - საბანკო-საფინანსო სისტემის რეპუტაციას,"-ნათქვამია განცხადებაში.