10 წლის ბავშვს 60 წლის ქალის გარეგნობა აქვს

17:35 08-13-2019
155

10 წლის კამბოჯელ ბო რექჩინგს ხანდაზმული ქალის გარეგნობა აქვს. მიზეზი იშვიათი დაავადებაა. ინფორმაციას „Mirror” ავრცელებს.

ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ზუსტი დიაგნოზი უცნობია. ბო რექჩინგს, სავარაუდოდ, ლიპოდისტროფია, ან დუნე კანის სინდრომი აწუხებს. 

10 წლის კამბოჯელს ბავშვის ფსიქიკა აქვს. იწონის იმდენივე კილოგრამს, რამდენსაც მისი 11 წლის ძმა და სხვა ადამიანები მის ასაკში. 

ბოს, რომელსაც არასდროს უმკურნალია, თანატოლები დასცინიან. მის ნათესავებს კი სამედიცინო დახმარებისთვის არასდროს მიუმართავთ, რადგან, ბუდისტური სწავლების თანახმად, სჯერათ, რომ ეს პრობლემა წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე ცუდ კარმას უკავშირდება.