ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

დეპუტატი

მსოფლიო 1713984476

იტალიის დემოკრატიული პარტიის წევრი, დეპუტატი ელ ფატო სუნამოს ქურდობისთვის აეროპორტში დააკავეს

იტალიის დემოკრატიული პარტიის წევრს, რომის ფიუმიჩინოს აეროპორტის მაღაზიიდან ბრენდირებული სუნამოს მოპარვის გამო უსიამოვნება შეექმნა. ინფორმაციას Il Fatto Quotidiano ავრცელებს.გროტესკული ამბავი დეტალურად აღადგინა გაზეთმა, რომელიც დედაქალაქის აეროპორტში მომხდარის შესახებ მოგვითხრობს.გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატმა სუნამო მეუღლისთვის საჩუქრად აიღო, შემდეგ კი მაღაზია გადაუხდელად დატოვა.„უბრალოდ პიჯაკის ჯიბეში ჩავდე სუნამოს პაკეტი და ველოდებოდი სალაროსთან მისვლას“, - განმარტა მან მას შემდეგ, რაც ქურდობის საწინააღმდეგო საგანგაშო სიგნალი ამოქმედდა. ხმაურმა დაცვის თანამშრომლის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც დეპუტატ ფასინოს ჯიბეში გადაუხდელი პაკეტი იპოვა და აეროპორტში მყოფ პოლიციას შეატყობინა.ფასინომ, თავისი კეთილსინდისიერების საჩვენებლად, შესთავაზა, რომ ორ სუნამოს იყიდდა საქმის დახურვისთვის, მაგრამ უსაფრთხოების სისტემის სურათების გადახედვის შემდეგ, მენეჯერებმა უარი უთხრეს. „გაოგნებული ვარ, რომ როდესაც მეგონა, უკვე მოვაგვარე საქმე პასუხისმგებელ პირებთან, უშიშროების თანამშრომელი მომიახლოვდა და გააპროტესტა ეს ქმედება და შეატყობინა პოლიციის ოფიცერს. რა თქმა უნდა, არ მქონდა განზრახული სუნამოს მოპარვა“, - თქვა ფასინო ელ ფატომ.ასევე ნახეთ:„საფლავის შიგნით შევდივარ, წყვდიადში გზას ვიკვლევ... სადაც იესოს ცხედარი ესვენა, მუხლს ვიყრი უფლის შიშით და...“- პატრიარქი დიოდორე I წმინდა ცეცხლის გარდამოსვლაზე „ეს დიდი შეცდომაა“ - საფულეში ჩადებული ნივთები, რომლებიც ფინანსურ წარმატებას აფრთხობს

ზურა ხაჩიძე

პოლიტიკა 1713984385

VIDEO: „ამ ქვეყანაში, ადამიანების უმრავლესობა ცხოვრობს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას...“ - ზურა ხაჩიძე

„ამ ქვეყანაში, ადამიანების უმრავლესობა ცხოვრობს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას...“ - ამის შესახებ ზურა ხაჩიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„არაფრის დემონსტრირება არ გვჭირდება. ამ ქვეყანაში, ადამიანების უმრავლესობა ცხოვრობს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას.  29-ში ამის დაფიქსირებაა, ამ კანონის მხარდაჭერაა. 29-ში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა...“ - განაცხადა ზურა ხაჩიძემ. 

ჯონდი ბაღათურია

პოლიტიკა 1713983919

VIDEO: „ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“ - ჯონდი ბაღათურია 29 აპრილის შეკრებაზე

29 აპრილს შეკრება კი არ უნდა იყოს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის -  ამის შესახებ  “ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ეს არ არის ხელისუფლების მხარდაჭერა...ხელისუფლების მხარდაჭერად შეიძლება ვინმემ აღიქვას, მაგრამ ეს არის მეორე მხრივ,  ხელისუფლების გაფრთხილება, რომ შარშანდელივით უკან არ წაიღოს ეს კანონი და უკან არ გაიწვიოს“ -  განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.  

გიორგი მეტრეველი

ტაბლოიდი 1713983819

„მეხუმრებოდნენ, რად გინდოდათ აქ მოსვლა თვითონ გემშობიარებინა სახლშიო...“ - გიორგი მეტრეველი

გიორგი მეტრეველი „პრაიმ ჰაუსის“ ბოლო სეზონის მონაწილეა. პროექტში შესვლამდე მას შვილი შეეძინა. „მეხუმრებოდნენ, რად გინდოდათ აქ მოსვლა თვითონ გემშობიარებინა სახლშიო...“, - ამბობს მეტრეველი ჟურნალ „თბილისელებთან“.

ჯონდი ბაღათურია

პოლიტიკა 1713983292

VIDEO: „ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს რომან გოცირიძეზე და არასერიოზულ განცხადებებზე...“ - ჯონდი ბაღათურია

„ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს რომან გოცირიძეზე და არასერიოზულ განცხადებებზე...“ - ამის შესახებ  “ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.