კიბერშეტევა „TVპირველზე“ აიზბერგის წვერია - გიგი უგულავა

15:54 08-13-2019
31

დღეს კიბერშეტევა განახორციელეს TV „პირველზე“, რაც აისბერგის წვერია . „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კი ვხედავთ რაც ხდება, sale-ზეა გამოტანილი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა.

უგულავას აზრით, თავისუფალ სიტყვას დღეს საფრთხე ემუქრება.

„ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენი მთავრობა, ჩეკისტების კოჰორტა ახლა დაიძრა იმისთვის, რომ ყველა შესაძლო თავისუფალი სიტყვის გამოვლინება ჩაახშონ. დღეს კიბერშეტევა განახორციელეს ტვ „პირველზე“, რაც აისბერგის წვერია და ვხედავთ შეტევას მის დამფუძნებელზე. მანამდე იყო სახელისუფლებო ტრენდზე გადაჯდომის მოთხოვნა და ა.შ. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კი ვხედავთ რაც ხდება - sale-ზეა გამოტანილი. ამ მომენტისთვის რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ ერთი - ქიბარ ხალვაში პროგრამაა, რომელსაც „ახევა“ ჰქვია, მაგრამ არა მართვა და განვითარება, ამიტომ მან თავისი საქმე გააკეთა და მხოლოდ ტვირთია მისი სახელის და გვარის ხსენება. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ პროგრამის ამოწურვის შემდეგ ის ჩასაჩოჩებლად იყო განწირული. ვინ იქნება, რა იქნება და როგორ, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.