უგულავა - ვოლსკის პრუტუნი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ყელზე დაადგა ახალი ტელევიზიის შექმნის იდეა

15:54 08-13-2019
27

„ვოლსკის გუშინდელი პრუტუნი და სიცრუის ტირაჟირება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ყელზე დაადგა ახალი ტელევიზიის შექმნის იდეა“- განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ უმრავლესობის მიერ, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებების კომენტირებისას

„დავით კეზერაშვილის მიმართ ქართულ სასამართლოში „ქართული ოცნება“ სამჯერ დამარცხდა, ინტერპოლში დამარცხდა, საფრანგეთის სასამართლოში დამარცხდა, ინგლისის სასამართლოში დამარცხდა, ისრაელის გამოძიებაში დამარცხდა. შესაბამისად, ყოველი მათი გაფართხალება, პროკურატურის იქნება თუ კოლექტიური ვოლსკის, განწირულია მარცხისთვის“- ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ისრაელში იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნულს თავად კეზერაშვილი უარყოფს.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, კეზერაშვილის ქმედებებთან მიმართებაში „დანაშაულის ნიშნები არსებობს“.